რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში ორ კორპუსს დრონები დაეჯახა

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში ორ კორპუსს დრონები დაეჯახა

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. ინფორმაციას ადასტურებს ასევე რუსეთის დედაქალაქის მერი.

„დღეს დილით ადრე, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა. ქალაქის ყველა საგანგებო სამსახური შემთხვევის ადგილებზეა. ისინი მომხდარის გარემოებას არკვევენ. მოცემული მომენტისთვის სერიოზულად არავინ დაშავებულა“, - წერს სერგეი სობიანინი „ტელეგრამში“.