უკრაინის უმაღლესმა რადამ ირანის წინააღმდეგ 50-წლიანი სანქციები დაამტკიცა. გავრცელებული ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს მხარი 328-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციები 50 წლის ვადით წესდება, რაც ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციების, ისევე როგორც ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების გადაცემის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეწყვეტა და ირანული აქტივების უკრაინიდან გატანა უნდა აიკრძალოს.