პოლონეთი რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის, ბელარუსთან საზღვარს კეტავს. განკარგულება, რომელსაც პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა, ძალაში პირველი ივნისიდან შევა.
პარალელურად, პოლონეთის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ბელარუსის 365 მოქალაქეს, მათ შორის, 150-ზე მეტ დეპუტატს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ბელარუსულ რეჟიმს, ეწეოდნენ მინსკში ხელისუფლების ლეგიტიმაციას და რეპრესიული პოლიტიკის მხარდაჭერას.
ეს გადაწყვეტილება ვარშავამ პოლონელ-ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ლუკაშენკოს კრიტიკოსის, ანჟეი პოჩობუტის დაპატიმრების საპასუხოდ მიიღო. მას ბელარუსის სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.