ფლორიდის სანაპიროზე სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

ფლორიდის სანაპიროზე სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

ფლორიდის სანაპიროზე სროლის დროს, 9 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

კაცმა ოკეანის სანაპიროზე შეკრებილებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როცა ისინი ხსოვნის დღეს აღნიშნავდნენ. დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

თავდამსხმელი დაკავებულია. სამართალდამცველები კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ. მომხდარის დეტალები და მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია.