თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის გამარჯვების შესახებ განაცხადა

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის გამარჯვების შესახებ განაცხადა

ბიულეტენების 99%-ის დათვლის შედეგად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა მეთაურმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. ამის შესახებ Anadolu თურქეთის უმაღლეს საარჩევნო საბჭოზე დაყრდნობით წერს.

წინასწარი მონაცემებით, ერდოღანს ხმა ამომრჩეველთა 52,14%-მა მისცა, მის კონკურენტს, ოპოზიციის წარმომადგენელ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი მხარი 47.86%-მა დაუჭირა.

ერდოღანმა თავის მხარდამჭერებს სტამბოლში უკვე მიმართა და საკუთარი გამარჯვების შესახებ განაცხადა. ქილიჩდაროღლუმ კი არჩევნებს ბოლო წლების განმავლობაში „ყველაზე უსამართლო“ უწოდა და მარცხი პირდაპირ არ აღიარა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. მანამდე, 2003 წლიდან კი ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში ხელმძღვანელობდა.