ოფიციალური თეირანის განცხადებით, ავღანეთთან ირანის საზღვარზე უსაფრთხოება გარანტირებულია

ოფიციალური თეირანის განცხადებით, ავღანეთთან ირანის საზღვარზე უსაფრთხოება გარანტირებულია

ავღანეთთან ირანის საზღვარზე უსაფრთხოება გარანტირებულია - „თალიბანის“ თავდასხმის შემდეგ საზღვრის გასწვრივ მონაკვეთს სახმელეთო ძალები აკონტროლებენ. შესაბამის განცხადებას ოფიციალური თეირანი ავრცელებს.

„თალიბანი“ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარს თავს გუშინ დაესხა. ინციდენტი წყლის უფლების შესახებ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე მოხდა. ირანი ავღანეთს 1973 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვითაც, ავღანეთს აღებული აქვს ვალდებულება, წლიურად ირანს 850 მილიონი კბმ წყალი მიაწოდოს ავღანეთის ყველაზე გრძელი მდინარე ჰელმანდიდან. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.