საბერძნეთის პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ ფიცი დადო, თუმცა ქვეყნის მოსახლეობას ცოტა ხანში არჩევნებში მონაწილეობა ისევ მოუწევს.
მაისში ჩატარებული არჩევნების შედეგად, მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა, რის გამოც პარლამენტში დროებითი, ტექნიკური კაბინეტი შეიქმნა, რომელიც მიმდინარე კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და განმეორებითი არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს.