26 მაისი ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, მე არც შარშან დავსწრებივარ ამ ღონისძიებას, არ წელს. ეს ყველამ იცოდა და შესაბამისად აბსოლუტურად ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„გარდა ამისა, მე მინდა ამ მაგალითზე ვაჩვენო კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობის“ სახე. სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის მათი წარსულიდან 2012 წლამდე.რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს და რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.
სპეკულაცია არის ხელოვნური და რატომ? იმიტომ, რომ ცურვასთან და ვარჯიშთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, რომ მე ამ ღონისძიებას არ ვესწრებოდი. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არის კონსტიტუციური თანამდებობის პირები. შესაბამისად, სპეკულაცია იმაზე საუბარი, რომ თითქოს ამ ღონისძიებაზე ცურვასთან ან ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არ დასწრებას.
26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?! აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. რა შუაშია აქ ვარჯიში. სპეკულაციაა ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არაფერ კავშირში არ იყო ჩემი იმ ღონისძიებაზე არ მისვლა. ისედაც ამ ღონისძიებებს არ ვესწრები. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება. სხვას უსამშობლოს, რომ დაუძახებ, აქ არაფერი საინტერესო არ არის. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, რადგან ისინი არიან ბოლშევიკები და ისინი მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, ამას აკეთებენ 2004-დან 2012 წლამდე. მათ შორის, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20%-ი რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს და ამას აგრძელებენ ისევ დღემდე. ისინი უცხოელი აგენტები არიან“, - განაცხადა კობახიძემ.