ირაკლი კობახიძე: რუსეთი-საქართველოს ომის დასრულებიდან 1 წლის თავზე სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები - პუტინმა თქვა, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ამ ნაბიჯს

ირაკლი კობახიძე: რუსეთი-საქართველოს ომის დასრულებიდან 1 წლის თავზე სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები - პუტინმა თქვა, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ამ ნაბიჯს

როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერს, გულისხმობდა როგორც ჩანს „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი-საქართველოს ომის დასრულებიდან 1 წლის თავზე სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსეთს დაეწესებინა უვიზო რეჟიმი.

„რეალურად პუტინმა თქვა ასეთი რომ, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს. პროტესტი ჩვენი მხრიდან არ იყო გამოხატული როგორც მოგეხსენებათ. ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე „ნაცმოძრაობა“ აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი. რუსეთი-საქართველოს ომის დასრულებიდან 1 წლის თავზე სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსეთს დაეწესებინა უვიზო რეჟიმი. უფრო მეტიც, სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე. რუსული ნაბიჯი იყო სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის 20 პროცენტის ჩაბარება. ეს იყო ნაცმოძრაობის მიერ განხორციელებული ქმედება“, - აღნიშნა კობახიძემ.