კოსოვოში დაძაბულობის გამო, სერბეთის არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოცხადდა

კოსოვოში დაძაბულობის გამო, სერბეთის არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოცხადდა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ხელი მოაწერა ბრძანებას სერბეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონის გამოცხადების შესახებ.

განკარგულების თანახმად, სერბეთის პრეზიდენტმა ჯარებს უბრძანა სასწრაფოდ გადაადგილდნენ კოსოვოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზისა და მეტოხიის მიმართულებით.

მსგავსი ქმედებების მიზეზი კოსოვოს ჩრდილოეთში შექმნილი დაძაბული ვითარებაა.

მანამდე სერბები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ კოსოვოს ჩრდილოეთში, ლეპოსავიჩის, ზუბინ პოტოკისა და ზვეჩანის მუნიციპალიტეტების შენობებთან.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ არ სურდათ კოსოვოელი უსაფრთხოების ძალებისა და ოფიციალური პირების შენობებში შეშვება. თავის მხრივ, კოსოვოს პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.