ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში არსებული სიტუაცია და უკრაინის გამარჯვების სასიცოცხლო მნიშვნელობა განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ბორის ჯონსონის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბორის ჯონსონის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ჯონსონი ტრამპს ხუთშაბათს შეხვდა, რათა განეხილათ სიტუაცია უკრაინაში და უკრაინის გამარჯვების სასიცოცხლო მნიშვნელობა განიხილეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.