ბერძნული სალათი–ომლეტი

ბერძნული სალათი–ომლეტი

ინგრედიენტები

10   ცალი კვერცხი

დაჭრილი ოხრახუში

2   ს/კ ზეითუნის ზეთი

1   თავი წითელი ხახვი

3   ცალი პომიდორი

შავი ზეთისხილი(უკურკო)

100   გრამი ყველი ფეტა

მომზადებ

დიდ თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, პილპილი და მარილი. დიდ ტაფაზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ ზეთი და დაჭრილი ხახვი დაახლოებით 4 წუთით თუშეთ. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ზეთისხილი. თუშეთ კიდევ 1–2 წუთით, პომიდვრის დარბილებამდე.

შეამცირეთ ტემპერატურა და დაასხით ათქვეფილი კვერცხი. აურიეთ ინგრედიენტებში და წვით კვერცხის გამყარებამდე, დაახლოებით 2–3 წუთით. მოაყარეთ დაფშვნილი ფეტა. დაჭერით და მიირთვით თბილი.