უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს კონტრიერიში, - ამის შესახებ იტალიურ RAI-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„კონტრიერიში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, ფრონტი 1500 კილომეტრზეა გაწელილი, თუმცა ცალკეული ოპერაციები უკვე დაწყებულია“, - აცხადებს პოდოლიაკი.
მან ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა არ აპირებს მოკავშირეების მიერ მოწოდებული შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას. პოდოლიაკის თქმით, დასავლური შეიარაღება გამოყენებული იქნება მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმსა და დონბასში.