გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
როგორც გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, უკრაინას გადაეცა საჰაერო სათვალთვალო რადარი, „ბიბერის“ ტიპის ხიდის გამდები ორი ტანკი, „ვექტირის“ ტიპის სადაზვერვო დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სასაზღვრო ავტომობილები და სატვირთო მანქანები.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე , გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 14 მაისს განაცხადა. პაკეტის ჯამური ღირებულება, 2 700 000 ევროს შეადგენს.