სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გადაწყვეტილებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი წავიდა. დეკლარაციის მიხედვით, სლოვენიის პარლამენტში გმობენ გენოციდის აქტებს, რამაც გამოიწვია მილიონობით უკრაინელის სიკვდილი და დიდი ზიანი მიაყენა უკრაინელი საზოგადოების საფუძვლებს.
ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში.
არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.