ბერლინის პოლიციამ ორი რუსი ჟურნალისტის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აპრილში ჟურნალისტები ბერლინში, კრემლის კრიტიკოსის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.
რუსული საგამოძიებო მედიასაშუალების, „აგენტსვოს“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ფონდ „ფრი რაშა ფაუნდეიშენის“ ხელმძღვანელი ნატალია არნოა. მეორის ვინაობა კი არ სახელდება. „აგენტსვოს“ ცნობით, არნოს მოწამვლის ფაქტს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.