საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები ლიდერობენ. წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატია“ ამომრჩეველთა ხმების 40,8 პროცენტამდე მიიღო, მემარცხენე პარტია „სირიზას“ კი, რომელსაც ყოფილი პრემიერი ალექსის ციპრასი ხელმძღვანელობს, 20,1 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, მიცოტაკისის გუნდი პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას სავარაუდოდ ვერ შეძლებს.