უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის უმნიშვნელო ნაწილს აკონტროლებენ

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის უმნიშვნელო ნაწილს აკონტროლებენ

ბახმუტის მისადგომებთან უკრაინულ პოზიციებს უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური გაეცნო. ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის უმნიშვნელო ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა ქალაქის შემოგარენში ფლანგებზე წინსვლას განაგრძობენ და ბახმუტის ტაქტიკურ ალყაში მოქცევასთან ახლოს არიან.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულ ძალებს ოკუპანტები ბახმუტში ნახევრად ალყაში ჰყავთ მოქცეული.