ინგრედიენტები
1 კგ. პანგასიუსის ფილე
250 გრამი არაჟანი
250 გრამი მაიონეზი
1 ცალი კვერცხი
2 თავი ხახვი
შავი პილპილი
მარილი
პამიდორი სურვილისამებრ
მომზადება
დავჭრათ ფილე სასურველი ზომის ნაჭრებად, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთში.
როცა შემწვარი ფილე გაცივდება, დავალაგოთ ღუმელის ჭურჭელში, დავაყაროთ ზემოდან დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი გემოვნებით.
ავურიოთ არაჟანი, მაიონეზი, კვერცხი და თანაბრად მოვასხათ ფილეს. სურვილისამებრ ჰორიზონტალურად გავჭრათ პამიდვრები და დავალაგოთ ზემოდან. ამის შემდეგ შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ, სანამ ზემოდან ცოტა არ შეიბრაწება. კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!