ინგრედიენტები
1 კგ. წითელი ლობიო
2 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
2 ს/კ ტომატ-პასტა
დაფქვილი წითელი წიწაკა
დაფქვილი ქონდარი
3 ცალი დაფნის ფოთოლი
ცოცხალი ქინძი და ნიახური
ცოცხალი ოხრახუში და კამა
2 ღერი პრასი
მარილი
მომზადება
ლობიო ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. პირველი წყალი გადავღვაროთ. დავასხათ ახალი და დავაცადოთ მოხარშვა.
როდესაც ლობიო მოიხარშება, კარგად ამოვლესოთ (ამოვზილოთ) თავისსავე წყალში. თუ გვინდა, რომ სქელი გამოვიდეს, ცოტა წყალი გადავუღვაროთ. თუ არა მაშინ დავტოვოთ ისე, როგორც არის.
ზეთიან ტაფაში კარგად მოვშუშოთ ხახვი და დავამატოთ ტომატ პასტა. ამოვურიოთ და ვუქნათ ლობიოს.
დავამატოთ ლობიოს დაფქული წიწაკა და ქონდარი. ჩავაჭყლიტოთ ნიორი. ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და ჩავაჭრათ ქინძი, ნიახური, ოხრახუში, კამა და პრასი. 5 წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე.
შემდეგ დავამატოთ მარილი და ჩვენი გემრიელი ლობიოც მზად არის. გემრიელად მიირთვით!
ცოცხალი კამის უქონლობის შემთხვევაში ვუქნათ გამხმარი/დაფქვილი კამა. და კიდევ, არც პრასის უქონლობაა საგანგაშო. უბრალოდ თუ გვაქვს, კერძი იდეალური გამოვა.