მწვანე სუპი

მწვანე სუპი

ინგრედიენტები

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

2   ცალი დიდი პრასი

1   ცალი დიდი ტკბილი კარტოფილი

5   კბილი დაჭრილი ნიორი

5   ჭიქა წყალი

2   ჭიქა გარჩეული ბარდა

4   ჭიქა თოთო ისპანახი

ზღვის მარილი და პილპილი გემოვნებით

ახალი მწვანილი მოსართავად

მომზადებ

საშუალო ტემპერატურაზე დიდ ქვაბში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი და დაჭრილი პრასი მწიკვ მარილთან ერთად. თუშეთ 3 წუთით. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ტკბილი კარტოფილი, ნიორი და 4 ჭიქა წყალი. აადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დააფარეთ და ადუღეთ 15 წუთით, კარტოფილის მოხარშვამდე.

გადმოდგით გაზქურიდან. სწრაფადვე დაუმატეთ ბარდა, ისპანახი, 1 ჭიქა ცივი წყალი და კარგად და დიდხანს ურიეთ.

ხელის ბლენდერის დახმარებით, თქვიფეთ სუპი გლუვი მასის მიღებამდე. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. გადმოიღეთ ჯამებში და მორთეთ ახალი მწვანილით.