„სოციალური კატაკლიზმები და რევოლუციები ხდება იმ დროს, როცა მატულობს შემოსავლები და უსამართლოდ ნაწილდება, როცა იზრდება სოციალური ნაპრალი“

„სოციალური კატაკლიზმები და რევოლუციები ხდება იმ დროს, როცა მატულობს შემოსავლები და უსამართლოდ ნაწილდება, როცა იზრდება სოციალური ნაპრალი“

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ოპოზიციას ე.წ. რევოლუციური კლასტერი სჭირდება, რათა გადამწყვეტ სიტუაციაში შექმნას კრიტიკული მასა, მოახერხოს დესტაბილიზაცია და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა. რამდენად მოახერეხებს ოპოზიცია ამას, მანჯავიძის თქმით, უსაფრთხოების სისტემის მუშაობაზეა დამოკლიდებული და ასევე იმ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რომელსაც ხელისუფლება დგამს. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ხელისუფლებისა და ხალხის დაპირისპირება ქმნის ნოყიერ ნიადაგს, რაც შესაძლებელეს ხდის იმ შედეგს, რაც დადგა უკრაინაში. აქედან გამომდინარე, პოლიტოლოგი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ხალხის მოთხოვნები, რომელიც გაჟღერდა 30 აპრილს, უნდა იქნას დაკმაყოფილებული.

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

ოპოზიციის მიზანია ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც შემდგომში უნდა იქნას გამოყენებული ქვეყანაში რევოლუციური პროცესებისთვის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს ქვეყნის ცეცხლის ალში გახვევას. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციას აქვს კი რესურსი, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღების შემთხვევაში დაიწყოს პროცესების რადიკალიზაცია? შეგახსებთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ტრენინგებს, მათ შორის კობა ნაყოფიას განცხადებას, რომ ოპოზიცია ემზადება ქუჩის პროცესებისთვის...

სოსო მანჯავიძე: პირველი, რაც უნდა ვთქვა, ეს არის ტიპური სცენარი, რომელიც გათამაშდა უკრაინაში - ევროპაში არ გვიღებენ, იანუკოვიჩი არის მუხრუჭი ევროპაში მიღების გზაზე, ამის მერე იყო მაედანი და მთელი პერიპეტიები, რის შედეგებსაც ვხედავთ - სცენარი ერთი და იგივეა. ევროპაში არ გვიღებენ, დამნაშავეა ხელუსუფლება, აქედან გამომდინარე უნდა გავიდეთ და მოვაწყოთ რევოლუცია. მაგრამ, იმისთვის, რომ მოვაწყოთ რევოლუცია, საჭიროა გვყავდეს მომზადებული ახალგაზრდები, რომლებსაც ეცოდინებათ იარაღთან მოპყრობა. რა შეიძლება ითქვას - ეს არის ქვეყნის მტრების პოლიტიკა. ბავშვსაც კი ესმის, ახლანდელ ვითარებაში რევოლუცია რას გამოიწვევს. ეს გამოიწვევს არა პოლიტიკურ ცვლილებებს და განახლებას, რითაც ფუთავენ დემოკრატიას და მით უმეტეს ევროკაშვირში გაწევრიანებას, არამედ გამოიწვევს ქვეყნის დაშლას, სამოქალაქო ომს უზარმაზარი მსხვერპლით. 33 წლის განმავლობაში მესამედ მოხდება ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლილება და საქართველო იქნება ე.წ. არშემდგარი სახელმწიფო გამომდინარე შედეგებით. იმ ხალხის ნაწილი, ვინც ამას აანონსებს ბრიყვია, ბევრი, უბრალოდ, მუშაობს და რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, ამაში იღებს ფულს. შესაბამისად, მათ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც მავნებლებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ხალხს უნდა „გავუგოთ“, იმიტომ, რომ სხვა სამუშაო არ აქვთ და ამით არსებობენ.

მაგრამ მათი მავნებლობით ზარალდება ქვეყანა...

- მათი მავნებლობა მოწმდება. რაც მეტს იმავნებლებენ, მით მეტია ანაზღაურება. როგორმე უნდა გავანეიტრალოთ ეს ხალხი, რომლებიც ისედაც განეიტრალებულები არიან, რადგან საზოგადოების მცირე სეგმენტს წარმოადგენენ, მაგრამ რადიკალური სეგმენტი პოლიტიკური კრიზისის პირობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს ხოლმე. შესაბამისად, საფრთხის უგულებელყოფა არ შეიძლება.

რამდენად დიდია ეს რადიკალური სეგმენტი და მოსახლეობის რა კატეგორიაა?

- გარდა ამ არასამთავრობო და პარტიული მედია კლასტერისა, რომელიც სრულიად არაბუნებრივ და უცხო მოვლენას წარმოადგენს საქართველოს რეალობისთვის, მათ მოახერხეს და საუნივერსიტეტო გარემოში, ახალგაზრდებში გაიკეთეს საყრდენი, რაც არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, გარდა იმისა, რომ უხვად ფინანსდება ასეთი კლასტერების შექმნა. ეს ე.წ. რევოლუციური კლასტერი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადამწყვეტ სიტუაციაში შექმნან კრიტიკული მასა, მოახერხონ დესტაბილიზაცია და ამ გზით მოახერხონ ხელისუფლებაში მოსვლა. რამდენად მოახერეხებენ ეს უსაფრთხოების სისტემის მუშაობის საკითხია და ასევე, იმ პოლიტიკური ნაბიჯების, რომელსაც ხელისუფლება დგამს.

აქ არის მთავარი პრობლემები - ეს არის სოციალური უთანასწორობის პრობლემა, იგივე მინიმლაური ხელფასის საკითხები. კი ბატონო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის, მაგრამ ეკონომიკური ზრდა არ არის პანაცეა. საერთოდ, სოციალური კატაკლიზმები და რევოლუციები ხდება იმ დროს, როცა მატულობს შემოსავლები. ვინაიდან, შემოსავლები ნაწილდება უსამართლოდ და საზოგადოების ნაწილი, რომელიც შემოსავლების გარეშე რჩება, მაშინ როდესაც დანარჩი ნაწილი უზომოდ მდიდრდება, ანუ იზრდება სოციალური ნაპრალი, ჩნდება რევოლუციური მუხტიც და ეს კანონი ყველგან, ყოველთვის მუშაობს. აქედან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გატარდეს ის ზომები, რაზეც მოვუწოდეთ ხელისუფლებას 30 აპრილს.

კერძოდ, არ შეიძლება რომ ქვეყანაში არსებობდეს კრიტიკული ნაპრალი უმდიდრეს 10%-სა და უღარიბეს 10%-ს შორის, რომელშიც ჩვენ ვლიდერობთ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. ასევე, არ შეიძლება, ეს ლგბტ პროპაგანდა, რომელიც გარდა უამრავი უარყოფითი შედეგისა, იწვევს ხელუსუფლების მიმართ საზოგადოების ტრადიცული ნაწილის აგრესიას, ვინაიდან ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, რომ ასე არ ხდებოდეს. ფაქტობრივად, საზოგადოება ხედავს, რომ საგანმანათლებო სისტემაში, მედიებში პირდაპირ მიდის პროპაგანდირება და ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ იდგმევა, რაც არის უკმაყოფილების მიზეზი, ისევე როგორც შერჩევითი სამართალი ამ მიმართულებითაც.

ხელშეუხებელი არიან ეს ჯგუფები - არასამთავრობო სექტორი, მედია, ე.წ. ფრანკლინის კლუბი და პარტიები, რომლებიც ღიად საუბრობენ გადატრიალებაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მათ დაუპირისპირდება, მომენტალურად ხდება მათი დაკავება და ამას ადასტურებს 5-6 ივლისის მოვლენები. ეს აღძრავს უკმაყოფილებას საზოგადოებაში და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რევოლუციური პროცესების საფუძველი შეიძლება გახდეს სოციალური უკმაყოფილებაც და უსამართლობის განცდაც.

და ამით შეიძლება ისარგებლონ რადიკალურმა ჯგუფებმა?

- რა თქმა უნდა, თუ არ მოხდება ამის გათვალისწინება და იმ სუბიექტების ჩამოცილება, ვინც ამას ხელს უწყობენ და მათ შორის ვგულისხმობ მმართველი პარტიიდან იმ მაღალჩინოსნებს, ვინც ყოველ დღე ტელევიზორში არიან.

ვის ჩამოშორებაზე აკეთებთ მინიშნებას?

- ვინც ხელს უწყობს ამ ყველაფერს და რაღაც აბსურდებზე საუბრობენ. ამ ყველაფერს ხედავს ხალხი. ხალხის მოთხოვნები, რომელიც გაჟღერდა 30 აპრილს, უნდა იქნას დაკმაყოფილებული. ხელისუფლებისა და ხალხის დაპირისპირება ქმნის ნოყიერ ნიადაგს და შესაძლებელეს ხდის იმ შედეგს, რაც დადგა უკრაინაში.

თქვენ ახსენეთ ფრანკლინის კლუბი, მაგრამ ასევე საინტერესოა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, სადაც ახალგაზრდებს ატრენინგებდნენ ირაღის დაშლა-აწყობაში, რომელიც ამერიკული ორგანიზაცია IRI-ის მიერ იყო ორგანიზებული. მეტიც, ჯაფარიძე ამბობს, რომ რევოლუციის უფლება აქვს ყველას. როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის ამაზე შესაბამისი ზომები გატარებული შესაბამისი სტრუქტურების მიერ, რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება, ამ შემთხვევაშიც საბოტაჟთან გვაქვს საქმე?

- არც უსაბოტაჟობა არის. გარდა ამისა არის პირდაპირი მორჩილება პატრონების მიმართ. ხელისუფლებას არ აქვს იმდენი სუვერენიტეტი და პოტენციალი, რომ პირდაპირი სახელმწიფო ინსტრუმენტები გამოიყენოს. გირჩი ჯაფარიძე არის დასაჭერი, თან უნდა იჯდეს სამორტოო საკანში, ვინაიდან პირდაპირ იმუქრება სახელმწიფო გადატრიალებით. და, რა არის სახელმწიფო გადატრიალება? - ათასობით ადამიანის სიკვდილი, ქვეყნის დაშლა და გაუბედურება. ამას მიმოხილვა კი არ სჭირდება ხელისუფლების მხრიდან, არამედ ამას სჭირდება სანქცია და დაპატიმრება.

რატომ ერიდებიან იმ ადამიანების დაპატიმრებას, რომლებიც არ მალავენ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს?

- ერიდებიან იმიტომ, რომ ქალბატონი დეგნანის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის რისხვის ეშინიათ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამერიკაში უკვე სრულიად გამოსულია გონიერებიდან მათი ქცევა, ამიტომ მათ არ უნდა უყურო, არამედ უნდა დააყენო ფაქტის წინაშე. დაიჭირე და მორჩა! - ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნონ, აი, მაგ შემთხვევაში დაგელაპარაკებიან პატივისცემით. მაგიდაზე რომ აქვთ ფეხები შემოწყობილი, უნდა უთხრა, რომ ფეხები მაგიდიდან ჩამოაწყონ, ეს არის მაგათი ცხოვრების სტილი. ასეთი ქცევით გააგიჟეს და ჭკუიდან გამოიყვანეს ლათინური ამერიკა, აფრიკა და ყველა ის ქვეყანა, სადაც ცხვირი შეყვეს. ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, ასეთ იდიოტებს რომ გზავნიან ელჩებად, ეს ადასტურებს მათ მიდგომებს და ამიტომ შენ უნდა მიუდგე მას ისე, როგორც საჭიროა და ამას ხალხი გაიგებს ისე, როგორც უნდა გაიგოს. ესენი უნდა იქნენ დაჭერილები!

ცხადია, რომ ჯაფარიძის მხრიდან იკვეთება დანაშაულის ნიშნები, როდესაც არასრულწლოვან ბავშვებს ატრენინგებს იარაღის დაშლა-აწყობაში და მათ შორის იმაში, როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია. ეს ადასტურებს, რომ ისინი მძიმე პროცესებისთვის ემზადებიან?

- რა თქმა უნდა, ჯაფარიძე დასაჭერია და ის ამერიკელები, რომლებიც მათ ეხმარებიან არ უნდა შემოუშვა ქვეყანაში, გააძევებ და მორჩა. ეს არის სწორი მოქმედების სტრატეგია. თუ ვინმეს გონია, რომ სანქციებს დაგვიწესებენ - ვერ დაგვიწესებენ. თუ დაგიწესებენ, კიდევ ერთი სანქცირებული ქვეყანა ვიქნებით, ისედაც მთელ მსოფლიოს უწესებენ სანქციებს. იმდენად არიან გასული მომსახურეობის ზონიდან, რომ აღარ დარჩა ქვეყანა, რომელსაც სანქციით არ ემუქრებოდნენ.

ამიტომ, სანქციის შიშით არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ. გასაგებია, ლავირება საჭიროა, მაგრამ გარკვეულ დონემდე. მაგრამ ლავირება იქამდე, რომ საბოლოოდ წაგშალონ, როგორც ადამიანი, ამას არავინ არ მოითმენს. ისედაც ბევრს ითმენს ქართველი ადამიანი, ვინაიდან, კასკადი, რაც ჩვენი მისამართით მოდის, იშვიათია. თვალში ვყავართ ამოღებული, არაფერს ვლაპარაკობ მათ მიერ დასმულ ქალბატონ „პღეზიდენტ“ ზურაბიშვილზე.

რომელიც მხარს უჭერს იმ ჯგუფს, რომელიც ორიენტირებულია რადიკალიზმისკენ...

- ხალხი მანქანებს წვავდა და ამან მოუწოდა თქვენთან ვდგავარო. ეს თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა! ესენი ყველანი უნდა დააპატიმრონ. უნდა მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი და გააძევონ ეს გარეწარი ქალი ორბელიანის სასახლიდან.

მართვის ინსტრუმენტი გახდა კანდიდატის სტატუსი მინიჭება, მაგრამ მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს ამაზე უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგი აგებული, მით უმეტეს იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც მომდინარეობს როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან?

- ყველა ვარიანტში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს ისეთი პროცესები, რომ მოიყვანონ თავიანთი „ძაღლისშვილები“ და ეს „ძაღლისშვილები“ რომ მოიყვანონ, საქართველო გაეხვევა სამოქალაქო ომის ალში. რამხელა შეურაცხყოფაა, რასაც იძახიან - გინდათ თუ არა ხელისუფლებაში უნდა იყოს გირჩი ჯაფარიძე, ჭიჭე ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი და სხვა წარმოუდგენელი მარგინალები, რომლებსაც, უბრალოდ, ელემენტარულად, რომ უყურებ ისიც შეურაცხოფაა. საერთოდ, შეურაცხოფაა ისიც, რომ ასეთი ადამიანები წარმოდგენილი არიან საზოგადოებრივ სივრცეში, მაგრამ ისინი გვეუბნებიან, რომ არა, ესენი გვინდა და ესენი უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, სხვა არ გვინდა და თუ სხვას მისცემთ საშუალებას, არ შეგიშვებთ ევროპაში, დაგადებთ სანქციებსო. გესმით რაზეა ლაპარაკი.

ოპოზიცია და მათ შორის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი რეისების განახლება ადასტურებს კურსის ცვლილებას, რის გამოც ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს...

- ესენი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები. მოლდოვას თუ აქვს პირდაპირი მიმოსვლა რუსეთთან, არ მისცეს კანდიდატის სტატუსი? და, საერთოდ, კანდიდატის სტატუსთან რა კავშირშია მე ერევნიდან გადავფრინდები მოსკოვში, თუ თბილისიდან? ჩვენ, როგორც სახელმწიფოს როგორი სავიზო რეჟიმი გვაქვს რუსეთთან, იგივე უნდა გვქონდეს იქითა მხრიდანაც. როგორი სავიზო რეჟიმი გვაქვს ამერიკლებთან, იგივე უნდა გვქონდეს ჩვენც და არა ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები მექსიკიდან მიძვრებოდნენ აშშ-ში.

რა საფრთხეს უქმნის საქართველო ამერიკას, როცა საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ მეტი მიგრანტი გადავიდა მექსიკის საზღვრიდან ამერიკაში? ეს ქალბატონი დეგნანი და მისი უფროსები სტრატეგიულ პარტნიორს რომ გვეძახიან, გვითხრან, ჩვენ რა საფრთხეს ვუქმნით? რამდენი ფულია გადახდილი იმაში, რომ ამერიკის ვიზა ჩაერტყათ ვიღაცებისთვის, რაც ასევე კორუფციული სქემაა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვითხოვდეთ უვიზო რეჟიმს ამერიკასთან და ყველგან.

რაც შეეხება იმას, ვინც ამ მონობას ემხრობა პრეზიდენტის თამადობით, რომელიც აღშფოთდა და თქვა, რომ პირდაპირი რეისები არ უნდა იყოსო,  გაფრინდეს ერევნის გავლით პარიზში და რაც მალე წავა, მით უკეთესი. კეთილი ინებოს „ქართულმა ოცნებამ“ და თქვას, ვისი გავლენით თუ მოთხოვნით იქნა თავის დროზე არჩეული მარგველაშვილი, შემდეგ ზურაბიშვილი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ყველაფერი იცის. შესაბამისად, კეთილი ინებონ და თქვან.