ჩაქაფული

ჩაქაფული

ინგრედიენტები

700   გრამი ბატკნის ან ძროხის ხორცი

150   გრამი მჟავე ალუჩა

200   გრამი ტარხუნა

200   გრამი მწვანე ხახვი

150   გრამი ქინძი

2   ცალი მწვანე წიწაკა

200   მლ/ლ თეთრი ღვინო

30   გრამი ნიორი

1   ლიტრი წყალი

მარილი გემოვნებით

მომზადება

ღრმა ქვაბში მოათავსეთ ბატკნის ან საქონლის დაჭრილი ხორცი. დაასხით 200 მლ თეთრი ღვინო და ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 15–20 წუთით, ღვინის შემცირებამდე. დროდადრო ხის კოვზით მოურიეთ.

სანამ ხორცი იხარშება, ტარხუნის ღეროებს მოაცალეთ ფოთლები, ღეროები გადაყარეთ, ფოთლები კი დაჭერით. წვრილად დაჭერით ხახვი, ქინძი და მწვანე წიწაკა. დაჭყლიტეთ ნიორი.

როცა ქვაბში ღვინის რაოდენობა შემცირდება, ხორცს დაჭრილი ინგრედიენტები, ნიორი და ალუჩა დაუმატეთ. დაასხით 1 ლიტრი წყალი და ქვაბს დააფარეთ. ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 1 საათით.

ურიეთ დროდადრო. ხარშვის დასასრულს დაუმატეთ მარილი გემოვნებით.

მიირთვით თბილი. ფრთხილად იყავით, რომ მირთმევისას ალუჩის კურკები არ შეგყვეთ.