პური ზეთის ხილით და გამომშრალი პომიდვრით

პური ზეთის ხილით და გამომშრალი პომიდვრით

ინგრედიენტები

500   გრამი ფქვილი

250   გრამი თბილი წყალი

1   ჩ/კ საფუარი

1   ს/კ ზეთი

გემოვნებით ზეთის ხილი

გემოვნებით გამომშრალი პომიდორი

1/2  ჩ/კ მარილი

მომზადებ

თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი და დაუმატეთ ზეთი. დაელოდეთ 4-5 წთ. ჯამში მოათავსეთ ფქვილი, მარილი და შაქარი. დაუმატეთ წყლის მასა. დაუმატეთ გამომშრალი პომიდორი და ზეთის ხილი. კარგად მოზილეთ.

დაასვენეთ 1 სთ.მოათავსეთ გამოსაცხობ ლანგარზე და გადაუსვით ზემოდან ზეთი.

გამოაცხვეთ 180° გრადუსზე 30-40 წთ. ისიამოვნეთ!