ემზადება თუ არა არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსასვლელად? – „მგონია, რომ არახამია მარტო არ მოქმედებს და მას დასავლეთში, ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საჭადრაკო დაფაზე ერთ-ერთ პაიკად უყურებენ“

ემზადება თუ არა არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსასვლელად? – „მგონია, რომ არახამია მარტო არ მოქმედებს და მას დასავლეთში, ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საჭადრაკო დაფაზე ერთ-ერთ პაიკად უყურებენ“

დავით არახამიას მიერ, ბოლო დროს, გაკეთებული განცხადებები და აქტიურობა ქართულ ენაზე, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მას ქართული პოლიტიკის მიმართ კონკრეტული ინტერესები ამოძრავებს. უკრაინის რადას მაღალჩინოსანი რას აპირებს ამ მიმართულებით, გეგმებს ჯერ არ ასაჯაროვებს, ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ეს ფეიკ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა.

არახამიას ლტოლვა ქართული პოლიტიკის მიმართ მოულოდნელად გავრცელდა და მოულოდნელად დასრულდა. „რადიო თავისუფლებაზე“ ნიდერლანდური გამოცემიდან გამოქვეყნებული სტატია აღარ იძებნება, სადაც ავტორი გვამცნობდა, რომ არახამია ქართულ პოლიტიკაში მოდიოდა. უკრაინულ ფორუმებზე წერენ, რომ არახამიას შავი მასალა უჯრიდან მოპარეს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნიდერლანდურმა გამოცემამ ეს ინფორმაცია საქართველოში 7-8 მარტის აქციების შემდეგ გამოაქვეყნა, რომელსაც საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, როგორც საქართველოში, ასევე დასავლურ პოლიტიკურ წრეებში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არახამიამ მარტის მოვლენების ფონზე იჩქარა და ამერიკელი ან დასავლელი პოლიტიკოსებისგან შენიშვნა მიიღო.

გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არახამია ქართველებს მიმართვას, რომლის პატარა ამონარიდს გთავაზობთ:

„მე მზად ვარ გავაგრძელო საქმე, რომელიც ჩემმა მეგობარმა, პროპუტინისტური ხელისუფლების მიერ დატყვევებულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო საქართველოში ჯერ კიდევ 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“.

ახლა ის აქტიურობას სოციალურ ქსელში, ქართულენოვანი მიმართვით აგრძელებს. ეს კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავარაუდოდ, სიგნალია, რომ მას გარკვეული გეგმები რეალურად აქვს. არახამია წერს, რომ მშობლიურ საქართველოს „უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება“, თუმცა როგორ, არ აკონკრეტებს. რადას მაღალჩინოსანი ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს არ კარგავს და შიდა საქმეებში ისევ აქტიურად ერევა.

როგორც for.ge-ს წყარო უყვება, დავით არახამია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია და უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მან ტელეკომპანია არაერთხელ დააფინანსა. არახამია, ძირითადად, „მთავარ არხთან“ კონტაქტობს და ტელეკომპანია მის განცხადებებს აქტიურად აშუქებს. 10 მაისს არახამიამ კიდევ ერთი ქართულენოვანი პოსტი რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დაწერა.

მანამდე კი 8 მაისს, მან საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბუბა კიკაბიძის გასვენებაში ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა ამერიკელებმა ამის გაკეთება არ ურჩიეს.

„ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს, არ წახვიდეო... ზუსტად არ ვიცი (რატომ), გამაფრთხილეს. ალბათ, საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები, იქნებოდა დიდი სკანდალი და ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება. ისე, აუცილებლად ჩამოვიდოდი. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ალბათ აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას და იქნება ან ახალი ძალა, ან კოალიცია“, - ამბობს არახამია „მთავარ არხთან“.

ასევე საინტერესო განცახდება გააკეთა მან პრეზიდენტის მხრიდან  ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. მისი თქმით, თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.

ნიკა გვარამიამ კი პასუხი არ დააყოვნა და განაცხადა, რომ მის აქტიურობას მიესალმება.

„მივესალმები დავით არახამიას და წარმატებებს ვუსურვებ ორივე სამშობლოს გადარჩენის საქმეში“, - წერს ნიკა გვარამია N212 საკნიდან გავრცელებულ მიმართვაში.

მისი თქმით, ამ გზაზე თითოეულმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, მიმართოს ყველა შესაძლო თუ თითქოს შეუძლებელ ფორმას საკუთარი პატრიოტული მიზნების განსახორციელებლად.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ის და „რადიკალური ოპოზიცია“ საქართველოში კოორდინაციაში არიან.

„ერთი მინდა ვთქვა - უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი დამანგრეველი ომის მალე დასრულებას. ერთი რამ მინდა კიდევ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არახამია და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც. კოორდინაციაში არიან ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო - გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის პირდაპირ ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. მას არავინ არ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ როგორც დავით არახამია, ასევე ზელენსკის სხვა გარემოცვის წევრები, რომლებიც კორუფციასა და საკუთარი ხალხის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები, ომის დასრულების შემდეგ, საიმედო თავშესაფარს უკრაინის ფარგლებს გარეთ ეძებენ. აბაშიძე ვარაუდობს, რომ არახამიას „ნაცმოძრაობიდან“ და მისი განშტოებებიდან, გარკვეული დაპირებები მისცეს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მას უსაფთხოების გარანტიებს აძლევენ.

„დავუშვათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2024 წელს გაიმარჯვა, როგორც ჩანს, არახამიას გეგმა ასეთია, როომ მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებენ და შეიძლება ხელისუფლებაში რაღაცა თანამდებობასაც კი ჰპირდებიან. თუმცა „ნაცმოძრაობა“ უკვე დაშლილია და ვინ რომელ ფლანგზეა, ჯერჯერობით თვითონაც არ იციან. ვხედავთ, რომ „გორბის“ ბოლო კვლევებით, „ოცნების“ მხადაჭერა 59%-მდე გაიზარდა. დიდი ალბათობით, „ოცნება“ ხელისუფლებაში მე-4 ვადით მობრუნდება. როგორ წარმოუდგენია არახამიას თავისი ნავსაყუდელი საქართველოში „ოცნების“ პირობებში გინდ ბიზნესში და გინდ პოლიტიკაში?

ცხადია, მას არავინ ქვეყანაში ჩამოსვლას და რაიმე სახით აქტიურობას არ დაუშლის, მაგრამ თუკი უკრაინა მასზე ძებნას გამოაცხადებს, რა თქმა უნდა, ოფიციალური თბილისი მას უკრაინის ხელისუფლებას გადასცემს. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მისი პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. არ ვიცი ოპოზიციაში ყოფნას როგორ აპირებს, როცა საქართველოს მოქალაქეც კი არ არის. მინიშნებებს აკეთებს, რომ ქართულის მასწავლებელი ჰყავს, ქართული ფეისბუქი გააკეთა და ქართულად წერს. ეს არის ძალიან იაფფასიანი ხრიკები, რომელიც აღარ ჭრის. მისი ეს მცდელობები, აქტიური მოსვლები ოპოზიციურ მედიაში, მეტყველებს იმაზე, რომ რაღაცისთვის ემზადება“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს ისიც დავუმატოთ, რომ მისი ნახევარძმა, გიორგი ვაშაძეს და მის ძმასთან ერთად ე.წ. ქოლცენტრების ბიზნესს მართავდა, ხოლო ფაქტის გახმაურების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა. ამიტომ აბაშიძე ამბობს, რომ მისი აქტიურობა საქართველოში უკვე ეჭვებს აჩენს.

„ეს ყველაფერი მაფიქრებინებს იმას, რომ არახამიას საქართველოში სერიოზული გეგმები აქვს. თავის ქვეყანაში ცხოვრებას და ჩამოსვლას არავინ დაუშლის, მაგარმ არ მგონია მის ამ გადაწყვეტილებას ქართველების უმრავლესობა დადებითად შეხვდეს. მგონია, რომ არახამია მარტო არ მოქმედებს და მას დასავლეთში, ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საჭადრაკო დაფაზე ერთ-ერთ პაიკად უყურებენ. ვხედავ იმას, რომ ამერიკის პოლიტიკური აქტორები რადიკალური ოპოზიციის ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე წინ წაწევას ცდილობენ. ამაზე მეტყველებს „აირაის“ და „ენდიაის“ გაყალბებული კვლევები. ამას ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის არაადეკვატური განცხადებებიც ცხადყოფს. ამიტომ არახამია ამ სცენარის ერთ-ერთი ფიგურაა. არაა გამოირცხული, ამერიკისთვის ის საკადრო ფიგურა იყოს, არა მნიშვნელოვანი, მაგრამ გამოსაყენებლი, ისივე, როგორც ძებნილი ოლიგარქი დავით კეზერაშვილი, ურეიტინგო ნინო ლომჯარია და ა.შ. ამერიკის გარკვეული წრეები ხედავან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური რეიტინგებით ძირს ფორთხავს და აუცილებლად ჩამნაცვლებლები სჭირდებათ“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, რომ დავით არახამია ამ თამაშში მარტო არ არის და მას ზურგს დასავლეთიდან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები უმაგრებდნენ. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ არახამიას ამერიკაში საკმაოდ გავლენიანი სენატორი და პოლიტიკური ჯგუფი ლობირებს, ამიტომაც მას გაუჩნდა ამბიციები, რომ თუ უკრაინაში არაფერი გამოუვა, საქართველოში სცადოს ბედი.

„არახამიას აქტიურობა საქართველოს შიდა პოლიტიკის მიმართ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს აჩენს. ის არის ფიგურა, რომელიც ამერიკაში და დასავლეთში გარკვეული პოლიტიკური წრეების კეთილგანწყობით სარგებლობს. ამიტომ მისი ამბიციები იზრდება და, ალბათ, ფიქრობს, თუკი უკრაინაში არა, საქართველოში მაინც გამომივა რაღაცო. შესაძლოა მას ენმ-დან აქვს რაღაცა დაპირებები, რის გამოც ის აქტიურობს. ცდილობს ქართველ ამომჩეველზე და მის მოსახლეობაზე გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინოს. ყველას გვახსოვს, ალბათ, ტროცკი, რომელიც თავის მომხრეებთან ერთად ამბობდა, რომ მთელს მსოფლისო რევოლუციურმა ტალღამ უნდა გადაუაროს და ცვლილებები ამის შემდეგ უნდა მოხდესო. ზელენსკი და მისი გარემოცვაც ბოლო დროს, ამ რიტორიკით არის დაკავებული. ისინი „ნაციონალების“ უკან საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას გულშემატკივრობენ და არახამიას ამბიციები რომ გაუჩნდეს ამ ე.წ. ხელისუფლებაში რაიმე თანამდებობის დაკავებაზე გასაკვირი არ არის“, - ამბობს საყვარელიძე.

 

 

არაგველი641 კუმ ფეხი გამოყო . . .
1 წლის უკან
trampi რაც უფრო ბევრი ეგეთი ფანდარასტი გამოჩნდება ჩვენს დამრიგებლად, მით უფრო კარგია---უფრო გაიღვიძებს ქართველი ხალხი,
დაჟე აქაური ,,დაძინებული ნაცებიც,, კი მოერიდებიან მათ მხარდაჭერას ,
1 წლის უკან