მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, ეს ფაქტი თბილისში ახალი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კრემლი, ადრე თუ გვიან, ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ მან ჩთვალა, რომ ახლა ამისთვის ყველაზე კარგი დროა. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინის ომის შემდეგ, მოკავშირეების გარშე დარჩა, ამიტომ ამ გადაწყვეტილებით ცდილობს, გააჩინოს განცდა, რომ საქართველო ამ დაპირისპირებაში მისი მოკავშირეა. თუმცა ის არ ფიქრობს, რომ ამის გამო ევროკავშირმა შესაძლოა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრას, მაგრამ ევროპაში სკეპტიკოსებს დამატებით არგუმენეტს მისცემს. ასევე თუკი ქვეყანაში ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფება არ მოხდა, „ოცნება“ ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მე-4 ვადით მოვა და არ ექნება მნიშვნელობა, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს.
საქართველოსთვის რუსეთის მიერ ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება და ასევე პირდაპირი ფრენების აღდგენა, კრემლის მხრიდან, რა სახის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა?
- ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან მიმართებაში ეს დრო კონკრეტულად შეარჩია, რადგან უკრაინის ომის ფონზე, მოკავშირეების მოკრება უჭირს. 9 მაისმა აჩვენა, რომ მას მხოლოდ 6 მოკავშირე ჰყავს. ამიტომ ის გარშემო მოკავშირეების შემოკრებას ცდილობს და საქართველო სწორედ ამ კონტექსტში მიაყოლა. ისეთი ხალხის თვალში ცდილობს საქართველოს მოკავშირედ გასაღებას, რომლებიც ასეთ რაღაცებს არ უკირკიტებენ. რუსეთი ამას მაინც გააკეთებდა, მაგრამ ამისთვის დროს ელოდა. რუსეთი ფიქრობს, რომ ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ მოკავშირეებს თავი მოუყაროს. რატომაც არა საქართველო? - ის ფრთხილი პოლიტიკა, რაც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ისმის, მათ იმედს უჩენს. საქართველო არ აჟღერებს მოთხოვნას, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან ისეთივე აგრესიის მსხვერპლია, როგორც უკრაინა. ღარიბაშვილი ევრპაში, კი ბატონო, გამოდის და ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში აგრესია განახორციელა და ა.შ. თუმცა საქართველოს არ ახსენებენ. რუსეთისთვის ეს არის ოქროს დუმილი და მადლიერების ნიშნად ეს „საჩუქარი“ მოგვცა. ეს არის ცინიკური და თავხედური ნაბიჯი, საიდანაც, ფაქტია, რაღაცა უფრო მეტს ელიან.
შესაძლოა, ეს საკითხი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან იყოს დაკავშირებული? საქართველო წლის ბოლოს ბრიუსელიდან პასუხს ელის. ამ გადაწყვეტილებაზე ეს ფაქტი გავლენას მოახდენს?
- რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ეს რუსეთის გადაწყვეტილებაა და არა საქართველოსი. რუსეთის გამო ევროკავშირი უარს ვერ გვეტყვის, ეს, უბრალოდ, არგუმენტებს დაამძიმებს იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები. ისინი ამ ფაქტს არგუმენტად გამოიყენებენ. ხედავენ, რომ საქართველოს სახით შეიძლება რუსეთმა ევროკავშირში ახალი გზა გაჭრას, მაგალითად, უნგრეთის მსგავსად. იქ ეს სკეპტიკოსები იკითხავენ, გვინდა კი კიდევ ერთი ორბანი?
ხომ არ ფიქრობთ, რომ პირიქით, ბრიუსელისთვის ეს მკვეთრი სიგნალი უნდა იყოს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის სტატუსზე უარი კიდევ ერთხელ არ უთხრან? მაშინ ხომ გამოვა, რომ ამით რუსეთს საშუალებას აძლევენ საქრათველო ბოლომდე მისკენ შეტრიალდეს? 7-9 მარტის მოვლენებმა არ აჩვენა ის ფაქტი, რომ მოსახლეობას ევროკავშირი სურს და ხალხი ამისთვის ქუჩაში გამოვიდა?
- ევროპა ჰუმანიტარული ორგანიზაცია არ არის, მას თავისი პრაგმატული გეგმები და მიზნები აქვს. კი ბატონო, მათ დაინახეს, რომ 7-8 მარტს ხალხი ქუჩაში გამვიდა, მაგრამ მათ ასევე დაინახეს, რომ „ოცნებამ“ იგივე რაოდენობის ხალხი 30 აპრილს გამოიყვანა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი ჩამოყვანილი იყო და ა.შ. მაგრამ ევროპაში ხომ ეს არ აინტერესებთ. ევროპაში ნახეს, რომ საპირწონედ 30 აპრილს ამდენივე ადამიანი გამოვიდა. ამ ხალხს დიდად არ უნდა ევროპა. მათ უნდათ ნეიტრალიტეტი და კონსერვატიზმი. ახლა ძალიან სერიოზული მსჯელობა მიდის იმაზე, მივცეთ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსიო.
გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ მივცეთ, რადგან ხალხია მისი მომხრე. თუმცა არიან დასავლეთი პოლიტიკსოები, რომლებიც ამბობენ, რომ ზუსტად იგივე რაოდენობის ხალხი გამოვიდა, რომლებსაც ევროპა არ უნდათ. ამიტომ ამბობენ, მოდი, დაველოდოთ 2024 წლის არჩევნებს და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში, ხედავენ, რომ არსებობს ქვეყანაში ხალხი, რომლებსაც უხარიათ რუსეთთან უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა. ამიტომ ევროკავშირში მიდის არგუმენტებით ბრძოლა. ვინც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მომხრეა, ეყრდნობა 7-8 მარტის მოვლენებს, ვინც არ არის მომხრე, ეყრდნობა 30 აპრილის აქციას.
თქვენ ფიქრობთ, რომ რეალურად არსებობს ორი საქართველო, რომლის ნაწილს ევროკავშირი უნდა და ნაწილს არა? ეს აჩვენა 30 აპრილის აქციამ?
- ევროპელებმა არ იციან 30 აპრილს ვინ იყო აქციაზე, როგორ მივიდნენ, მოხდა თუ არა მათი მობილიზება და ა.შ. არ იციან განსხვავება 7-8 მარტის აქციებთან რა არის. მათ დაიანხეს აქცია, სადაც იდგა იგივე რაოდენობის ხალხი, ამიტომ მათი აღქმა ასეთია, რომ ქვეყანაში ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ხალხი ორად არის გაყოფილი. ისინი ფიქრობენ, მოდი, დაველოდოთ არჩევნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ოპოზიცია ამ მოცემულობით დარჩა, რასაც ახლა ვხედავთ, „ოცნება“ 2024 წელს შეძლებს უმრავლესობაში ისევ მოვიდეს, დააკომპლექტოს მთავრობა, ბიუჯეტი, მიიღოს კანონები. ამიტომ ევროპელები იტყვიან, კარგია, მართალია გამოხვედით მარტში, მაგრამ თქვენ უმრავლესობა არ ხართ.
თუმცა შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ოპოზიციურ ველზე ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქს. ალბათ, ბევრი ადამიანი იკითხავს სხვა რა არჩევანი გვაქვს - უკან „ნაციოანლები“ დავაბრუნოთ? არა მადლობა, ისევ „ოცნება“ გვირჩევნია. ანუ, აქ თუ არჩევანზე მიდგა საქმე, ნაციოანლების ხელისუფლებაში მობრუნება მოსახლეობის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილსაც არ უნდა...
-კი ბატონო, გეთანხმებით, ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, ოპოზიცია ამ მოცემულობით ხელისუფლებასთან პირწმინდად წააგებს. ზოგიერთ ოპოზიციონერს რომ ჰგონია, კარგი იქნება თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, იმის ანალიზასც ვერ აკეთებენ რა მოცემულობაში იმყოფებიან. „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, იმაზე მეტ ხმებს აიღებს, ვიდრე ახლა აქვს პარლამენტში. ამიტომ 2024 წლისთვის თუ არაფერი შეიცვალა, „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ასეთი ოპოზიციის დამარცხება ძალიან იოლია.
ოპოზიციამ გამოსავალი უნდა იპოვოს. ჩემი აზრით, კარგი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ თუ დროზე გაიყოფა და ეს წუწაობა დასრულდება ბევრად უკეთესი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმაზე მეტ ხმას დაკარგავს კიდევ, ვიდრე ეს კვლევებით ჩანს. მელიას ურჩევნია დროზე გამოვიდეს, სანამ რაღაცა რეიტინგი კიდევ აქვს და პარტია შექმნას, დაელაპარაკოს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ ხალხს, შექმნან ნაციონალების მეორე ცენტრი. პირველი, ვინც ხაბეიშვილთან დარჩებიან მინიმუმ 9%-ს აიღებენ და ეს გამოყოფილები 7%-მდე აიღებენ. ასეთ დაპირისპირებაში ხმებს უფრო დაქსაქსავენ. ესეც ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. მესამე ცენტრი უნდა შეიქმნას. ასევე უნდა იყოს „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი და ის ხალხი, ვინც „ოცნება“ წარსულში დატოვა. აქ უკვე სერიოზული კონკურენცია წავა. შეიძლება ასეთ შემთხვევაში „ოცნებამ“ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს და გარიგებაზე წასვლაც კი მოუწიოს. ახალი სიცოცხლე და კონცეფცია შემოვა. თუ სიტუაცია ასე დარჩა, ოპოზიციას პირობას ვაძლევ, რომ „ოცნება“ 2024 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს.
2. ხომ ძალიან ჭკვიანი ხარ?! ახსენი რატომ არ იქმნება ჯანსაღი და გონიერი ოპოზიცია, რატომ ხდებიან ოპოზიციაში წასული პოლიტიკოსები, თვით პრეზიდენტები (მოქმედი პრეზიდენტიც კი) და პრემიერებიც კი რიგითი ნაცები და ვერ ქმნიან რეალურ ძალას? ვერ ახსნი, არ გაქვს მაგის ერთი ადგილი!