„მე ვთქვი მარტივი ჭეშმარიტება - ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და არც უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე“

„მე ვთქვი მარტივი ჭეშმარიტება - ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და არც უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე“

საქართველოში მორიგი „რუსული კანონის“ მიღებას აპირებენ, ამჯერად საუბარია ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვაზე. საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალების მიერ ინიცირებული მორიგი კანონპროექტის განხილვას იწყებენ - ლიბერალები და მათ შორის მედია, რომლებიც აგრესიული ლიბერალური ძალების მიერ ფინანსდებიან, ლგბტქ თემის პროპაგანდის აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ გააძლიერა ლგბტქ თემის საწინააღმდეგო რიტორიკა, და, რომ ამ ჯგუფის უფლებების დაცვა გაქრა დღის წესრიგიდან.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში, მათ შორის, უმცირესობის უფლებების დაცვას და, ამავდროულად, გაგვაჩნია კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის და დემონსტრაციების მოწყობის თავისუფლებას, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც უმცირესობის უფლებები დაცულია. თუმცა, ამავე დროს აქტიურად მიმდინარეობს ლგბტქ თემის პროპაგანდა და მათ შორის ეს პრობლემა დგას სკოლებში.

აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ 30 აპრილს ხელისუფლებისგან მოითხოვა უზრუნველყოს ქვეყანაში ლგბტქ თემის პროპაგანდის აკრძალვა. 2 მაისს პარლამენტის დეპუტატმა „ევროპელი სოციალისტებიდან“ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ აპირებს კანონპროექტად დაარეგისტრიროს ის მოთხოვნები, რომელიც 30 აპრილის აქციის მონაწილეებმა გააჟღერეს და ეს არის ლგბტქ თემის პროპაგანდის კანონით აკრძალვა. რამდენიმე დღის წინ მთავრობის მეთაურმა უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში აღნიშნა, რომ საქართველოში, ყოველთვის იქნება ასე: ქალს ერქმევა დედა, ხოლო მამაკაცს მამა, ამ ერთობას კი ოჯახი.

განსხვავებულია უმრავლესობის პოზიცია. მაგალითად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელიც შეზღუდავს ლგბტქ პროპაგანდას, რადგან, შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი. მდინარეძე თვლის, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დაუპირისპირდეს.

პრემიერის განცხადებას რომ მთავარი ღირებულება ეს არის ოჯახი, იწუნებს ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება

„საჭიროა მოსთხოვოთ თქვენს წარმომადგენლებს შესაბამისი რეფორმები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება. ევროპული რეფორმების დღის წესრიგი არის ის, რის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები და იმედი მაქვს, რომ მმართველ პარტიაში დარჩებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას მთავარ მიზნად აღიქვამენ“, - აღნიშნა კეტი პირმა.

განსხვავებულია მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია, რომლის განცხადებით, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, 90% იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ყველანი დღემდე მოვედით და ესაა ქრისტიანული ფასეულობები.

„თურმე მიუღებელია ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და, რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერსა და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას. უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები პარტიის შიგნით. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომ ის მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრია თუ არა, მთავრობის მეთაურმა უპასუხა: „თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში? იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით? ეს არის პროპაგანდა, რომელიც მომწამვლელია ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში.

მე არასოდეს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და ასევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობასა და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. ეს უფლებები გარანტირებულია კონსტიტუციით. უფრო მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დედაქალაქია მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ იმ ღირებულებებით, რითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს. კახა კალაძის განცხადებით, თუ ევროპის სოციალისტური პარტიის ხედვა წინააღმდეგობაში მოდის „ქართულ ოცნების“ პრინციპებთან, მისი წევრობა შეუძლებელია.

„ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რითაც ვამაყობთ - ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წარსული, ტრადიციები, ღირებულებები, მაგალითად - ოჯახი, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ღირებულებებით უნდა გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.

როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუ მათ მართლა აქვთ ეს დამოკიდებულება. რაზე ისაუბრა პრემიერმა და რაზე იყო ყურადღება გამახვილებული - ტრადიციებზე, კულტურაზე, ღირებულებებზე, ოჯახზე და თუ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პარტიასთან, რა თქმა უნდა, არაფერი გვესაქმება მათთან, თუმცა თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ლგბტქ თემის პროპაგანდის აკრძალვას, თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძე ფიქრობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა მმართველ გუნდში. შესაბამისად, გლურჯიძეს მიაჩნია, რომ ჯერ „ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს იმაზე, რა პოზიცია უკავია, თორემ, ნორმალური ადამიანისთვის მისაღებია ერთადერთი პროპაგანდა - ჯანსაღი ცხოვრების წესი, სამშობლოს სიყვარული და დაცვა.

„დანარჩენი ყველა პროპაგანდა უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობაზეც და ქვეყნის განვითარებაზეც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი უკუღმართობის პროპაგანდა მიუღებელია და მით უმეტეს, ქვეყანაში, რომელშიც ისედაც დემოგრაფიული ზამთარია, კიდევ უფრო გაამძაფრებს ამას. ამიტომ, ჩვენთვის მომაკვდინებელია ეს პროპაგანდა.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს უნდა აიკრძალოს, მაგრამ თვითონ „ოცნების“ წიაღშიც არის წინააღმდეგობა. ჯერ თავის გუნდს უნდა მოუარონ. მე მხარს ვუჭერ ამ პოზიციაში პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ძალიან ღირსეული სიტყვა წარმოთქვა ბუდაპეშტში და იმედებიც გაჩნდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მისმა გუნდის წევრებმა მაგას მოაყოლეს აბსოლუტურად უარყოფითი არგუმენტები. ვგულისხმობ მამუკა მდინარაძის განცხადებას“, - აცხადებს შოთა გლურჯიძე.

რაც შეეხება ლგბტქ თემის პროპაგანდის აკრძალვის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, რომ არავინ, არავის სახლში არ უვარდება, თეატრის მხატვარი ამბობს, რომ საჯარო სივრცე არის სახლი.

„შეიძლება შენს ბინაში რაც გინდა ის გააკეთო, მაგრამ როდესაც საჯარო სივრცეში, პარკი იქნება თუ ქუჩა, ამას აკეთებ, მანიფესტაცია ჰქვია, რაც ზეგავლენას ახდენს. მაგალითად, არის რაღაცა პოზიციები და მე ვთვლი, რომ არასწორია მაგალითად კანიბალების მანიფესტაციის მოწყობა ქუჩაში, ასევე ნარკომანების მანისფესტაციის მოწყობა, რელიგიის საწინააღმდეგო მანიფესტაცია, ეს არის შეურაცხყოფა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ განსხვავებულ აზრს ვებრძვით, მაგრამ ამის საჯაროდ გამოთქმა არის მიუღებელი საზოგადოების უმარავლესობისთვის. იქამდეა მისული პროპაგანდა, რომ ადამიანები იძახიან მისი სხეულია, მისი სულია და რასაც უნდა იმას გააკეთებს და ა.შ.

ნარკომანი ქუჩაში არის საშიში ჩემი შვილისთვის, ჩემთვის. ნარკომანიის აგიტაცია და პროპაგანდა, რომლითაც ნაწილობრივ არის დაკავებული ჩვენი ხელისუფლება. ვიცით, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მათი მეშვეობით მოხდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ გაზრდილია ნარკომანიის რიცხვი. ვიცით, რომ გარყვნილება, ნარკომანია და კალიბალიზმი ცუდია, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, რომ ამის იმპლემენტაცია მოხდეს კანონში და ამისთვის არის არაჩვეულებრივი საშუალება რეფერენდუმი და პლებისციტი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაში არსებობს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება და ოპოზიციაც, რომ ეს არ იყოს გამოყენებული. მე ვთვლი, რომ პირდაპირი დემოკრატიის უფლებები საქართველოში არის შეზღუდული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შოთა გლურჯიძემ.

ლგბტქ თემის პროპაგანდის აკრძალვას მხარს უჭერს და შესაბამისად, მდინარაძის პოზიციას არ იზიარებს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე, რომელიც ლგბტქ თემის პროპაგანდის აკრძალვის ნაწილში იზიარებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

„არ შემიძლია, არ გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება მამუკა მდინარაძის მიერ გამოთქმული აზრის შესახებ ლგბტქ+ პროპაგანდის აკრძალვაზე. კერძოდ, მან თქვა, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა- სამართლებრივი მექანიზმები... და რომ, „ნაცმოძრაობა“ და მათი კლასტერი ძალიან შეშფოთდნენ ამ ფაქტის გამო და მინდა დაგაწყნაროთ, რომ ასეთი კანონის მიღება არ განიხილებაო. რკინის ლოგიკაა!

კერძოდ, მართალია აღიარებულია, რომ ეს პროპაგანდა, არაჯანსაღი და შესაბამისად, მავნებელია, მაგრამ მისმა აკრძალვამ შეიძლება ნაცები შეაშფოთოს, ამიტომ მას სამართლებრივი მექანიზმები არ უნდა დავუპირისპიროთ, რომ ნაცები მშვიდად იყვნენ. ცხადია, ასეთი განმარტებით „ნაცები და მათი კლასტერი“ როგორც პროფესიით აღშფოთებულები, მაინც აღშფოთებული დარჩნენ.

მართლებიც არიან! თუ მთელი ევროატლანტიკური სივრცე მოგვიწოდებს ლგბტქ+ მიმღებლობას, როგორღაა მისი პროპაგანდა არაჯანსაღი?! ეს ხომ ანტიდასავლური განცხადებაა?! სწორი და დასავლური იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს პროპაგანდა ჯანსაღი და მარგებელია, ვინაიდან არ შეიძლება არაჯანსაღი და მავნებელი იყოს ის, რისკენაც მოგვიწოდებენ დასავლეთიდან. წინ ჯანსაღი და „მარგებელი“ ლგბტქ+ პროპაგანდისკენ!“, - წერს სოციალურ ქსელში სოსო მანჯავიძე.

„დემოკრატიული ფაშიზმი“, - ასევე ეხმაურება ანალიტიკოსი, „ხალხის პარტიის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას და ამბობს, რომ კონსერვატიზმი, მათთვის უცნაური ღმერთით, პროგრესს ეწინააღმდეგება.

„კონსერვატიზმი, მათთვის უცნაური საოჯახო ფასეულობებით, მიუღებელი დედით და მამით - რეტროგრადულია. კონსერვატიზმი, რომელიც უარყოფს პედოფილიაზე, ინცესტზე, ევთანაზიაზე, აბორტზე, ტრანსგენდერულ სულიერებაზე „პროგრესული“ კაცობრიობის ნეო-ფასეულობებს, უნდა იდევნებოდეს ევროპიდან.

ახლა ჩვენ გვკითხეთ, გვესაქმება რამე თქვენს „პროგრესულ ევროპაში“? თანაც, საქმე ისაა, რომ გრძნობთ, ხვდებით, რომ კონსერვატიზმის „საცეცხლურმა“ უკვე დაიწყო თქვენს განსულიერებულ გარემოში კმევა, პოლიტიკური აიაზმა უკვე მზადაა სხურებითა წმიდითა იქ მიგიჩნიოს ადგილი, სადა არს „ღრჭენაი კბილთა“. მოთმინება - ჩვენ მოვდივართ. მოვდივართ საქართველოდან. გაისად წამოვალთ ამერიკიდან. მანამდე - ევროპაში აგიფეთქებთ იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც იმყოფებით“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.