სიმპტომატურია, რომ არახამიას, ზელანსკის და უკრაინის დღვანდელი პოლიტიკური ელიტის კომპასი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს. იმ ფონზე, როცა საქართველო აგრძელებს უკრაინის უპირობა მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ღიად ერევა საქართველოს შიდა პროცესებში და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ არ იქნება.
გარდა ამისა, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს ნიკა გვარამიას, ასეთ შემთხვევაში, იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.
„დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი, ალბათ, აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას და იქნება ან ახალი ძალა, ან კოალიცია. ივანიშვილი ათ წელზე მეტია, რაც არის და ის არც მეფეა, არც მონარქი, არც დიქტატურაა. დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება შეიცვლება. მაგრამ, ის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მას საკადრის პასუხს გასცემს“, - განაცხადა დავით არახამიამ.
არახამიამ ქართულ ოპოზიციურ არხთან ისაუბრა ყველაზე და ყველაფერზე, გარდა ერთისა - აქვს თუ არა საქართველოში და მათ შორის უკრაინაში ე.წ. ქოლცენტრი და ძმებ ვაშაძეებთან ერთად ძარცვავს თუ არა ევროპელ პენსიონერებს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, არახამიას ქართველ ხალხზე არასწორი წარმოდგენები აქვს. მისი მხრიდან არჩევნებზე საუბარი არის დარღვევა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან.
„ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი იმსახურებს და ეს არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გამო. პირველად ეს სიტყვები პუტინმა გამოიყენა, რომელმაც ხალხი და მთავრობა გაყო და ამ შემთხვევაში არახამია პუტინის ნარატივს იმეორებს. ხალხი და მთავრობა ყოველთვის ერთიანია. მთავრობას ირჩევს ხალხი და ბოლო ცხრა არჩევნებში ხალხმა ის ხელისუფლება აირჩია, რომელიც დღეს საქართველოს მართავს.
მგონი, არახამიას ქართველ ხალხზე არასწორი წარმოდგენები აქვს. მისი მხრიდან არჩევნებზე საუბარი არის დარღვევა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან. მაშინ, როცა უკრაინა ჩართულია ძალიან მძიმე ომში და რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს, შევეცდებით თავი შევიკავოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკისგან. რაც შეეხება ელჩს, არახამია არ არის პიროვნება, ვინც წყვეტს საქართველოში ელჩის გამოგზავნა-არგამოგზავნის საკითხს. ის ამას აკეთებს, რადგან სურს, თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირად“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლოზ სამხარაძემ.
არახამიას განცხადებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია, რომლის განცხადებით, დავით არახამია წარმოშობით ქართველია და აქვს უფლება, საქართველოში რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს. ხვიჩიას თქმით, ვერავინ ვერავის აუკრძალავს ხელისუფლების ცვლილებასთან მიმართებით ოპტიმისტური წარმოდგენები ჰქონდეს.
„არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და მას აქვს უფლება, ამ ქვეყანაში რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს. ნაკლებად მჯერა, რომ თუ ხელს არ გავანძრევთ, რამე მოხდება, მაგრამ ზოგადად, წარმოდგენა, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ოპტიმისტურია და ვერავის აუკრძალავ, ოპტიმისტური წარმოდგენები ჰქონდეს. ეს თავისით არ მოხდება, ამ ნაწილში მაქვს უფრო კითხვები. მინდა, მჯეროდეს, მაგრამ ეს არ მოხდება იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციაა. რამე სხვა უნდა მოხდეს ქვეყანაში და ეს სხვა ჩვენი გასაკეთებელია. სურვილი, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, მარტო არახამიას არ აქვს, ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ბევრს უნდა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მაშ ასე, არახამია მეგობრების - მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხიდან განთავისუფლებას ითხოვს და აქვე ამბობს, რომ ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი იმსახურებს და ეს არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გამო. არახამიას ინტერვიუს უკვე მოჰყვა შეფასება ანალიტიკურ წრეებში. ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, არ იცის სითავხედის რა ზღვართან გვაქვს საქმე, რადგან, არახამია წარსდგა იმ ადამიანის პოზიციიდან, რომლის ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია, არ მიმდინარეობს არანაირი ომი და ან, თუ მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად უკრაინის ხელისუფლებისათვის.
როგორც for.ge-სთან საუბრისას ქართველიშვილი აცხადებს, ორი წელია უკრაინის ესა თუ ის მაღალჩინოსანი, როგორც წესი, აუცილებლად იცლის საქართველოსათვის და იცლის დამრიგებლური ტონით საუბრისთვის.
„არახამია წარსდგა როგორც ადამიანი, რომლის ხელშია თურმე ამერიკის, ევროპის, კანადის, ავსტრალიის პოზიციებიდან ამ თუ იმ სასანქციო სიაში ადამიანების შეყვანა, გამოყვანა, სანქციების დაწესება. გვაფრთხილებს ჩვენ, რომ ჭკუით ვიყოთ: „მიფრთხილდით, მე, ვარ ის ადამიანი, რომლის ხელში არის თქვენი დღევანდელობა“. ის ძალიან თამამად საუბრობს იმაზე, ვინ, როდის შეცვლის ამ ხელისუფლებას, არჩევნების გზით, თუ არჩევნების გარეშე. გვპირდება არნახული საჩუქრის გაკეთებას იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ გვარამიას გამოვუშვებთ ციხიდან. თურმე გადააბიჯებს საკუთარ სიამაყეს, პირადად შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკის და გამოაშვებინებს საქართველოში ესოდენ ნანატრ უკრაინის ელჩს. მე ისეთ საქართველოში ცხოვრება არც ჩემთვის მინდა, არც ჩემი შთამომავლობისთვის, სადაც არახამიას შიშმა უნდა განაპირობოს ჩვენი აწმყო, თუ მომავალი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ხალხი და ხელისუფლება ერთად დგანან, საქართველოსთვის ნამდვილად არ არის საშიში ზელენსკის ადამინისტრიციის წარმომადგენელთა მავნებლური განცხადებები, თუ ევროპალამენტარების ნაცმესიჯბოსქსის განმეორება. როგორც აბაშიძე აცხადებს, ასეთი თავდასხმები დიდი ხანია გრძელდება, რაც საყურადღებოა.
„საშიში უფრო არის კოლექტიური არახამიებისა და პოდოლიაკების მომავალი როგორი იქნება ომის დასრულების შემდეგ. იმიტომ, რომ უკრაინელ ხალხს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. ერთია - ოკუპანტი რუსეთი და მეორე - კორუმპირებული ჩინოსნები უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებაში. აი, ეს არის პრობლემა. მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ უკრაინის უმადურ ხელისუფალთ აქვთ იმის კადნიერება, რომ არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიონ თავხედურად, არამედ ერევიან ევროკავშირის სახელმწიფოების შიდა საქმეებშიც, რაზეც აქვთ საკადრისი პასუხი და ეს არაერთხელ გამოჩნდა დასავლურ მედიაში. საქართველოს ხელისუფლება იჭერს აბასოლუტურად სწორ პოზიციას იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა არის სისხლისმღვრელ ომში და ახლა სიტუაციის გამწვავება, იმ დონეზე კინკლაობით როგორიც ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ახასიათებთ, ნამდვილად დაუშვებელია“, - აცხადებს გია აბაშიძე.
ე.წ. ქოლცენტრების პარალეურად, არახმიას გამოჩენას, ვაშაძე-არახამიას კრიმინალურ ბიზნესს უკავშირებს ანალიტიკოსი და აცხადებს, რომ არახამია გამოჩნდა იმიტომ, რომ მის ძმას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ჰქონია პატარა სასტუმრო და აქ იბადება ლოგიკური შეკითხვა - ამ სასტუმროდან ძალიან დიდ სარგებელს მიიღებდნენ ძმები არახამიები?
„რასაკვირველია - არა. ძალიან დიდი ალბათობით, იქ არსებობდა კრიმინალური ე.წ. ქოლცენტრი, რაზეც ქუდი აეწვა არახამიას და გამოვიდა მორიგი თავხედური განცხადებებით და ეს რაღაცა ულტიმატუმების წაყენება ნებისმიერ უცხო სახელმწიფოს პოლიტიკოსისგან აბსოლუტურად მიუღებელია და კარგავს ავტორიტეტს ქართულ საზოგადოებაში. ამ ბოლო თვეებმა დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა ურყევად დგას უკრაინის ხალხის გვერდით.
მაგრამ, თუ უკრაინას ჰყავს ავაზაკი ხელისუფლება და ამას ადასტურებენ კორუმპირებული ჩინოსნების ყოველდღიური დაჭერებით, ეს, რასაკვირველია, მათი პრობლემაა. მშვიდობიან პროცესში თავად უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს, რომ მოიშორონ ეს ფულისტი ავაზაკნი, რომლებიც არამხოლოდ გამოირჩევიან ტოქსიკური განცხადებებით, არამედ არხამია და სხვა პოლიტიკური სუბიექტები კიევში შემჩნეული არიან რუს ოლიგარქებთან ბინძურ გარიგებებში.
ამ ყველაფერს იმახსოვრებენ შესაბამისი სტრუქტურები, როგორც უკრაინაში, ასევე დასავლეთში. ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ოღონდ საჭირო დროს. დასავლელი სამართალდამცავები აუცილებლად გასცემენ საკადრის პასუხსს უკრაინელ კრიმინალ ჩინოსნებს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, არხამიას განცხადებები საშიში იმდენად არ არის, რამდენადაც ყურადსაღებია იქიდან გამომდინარე, რომ ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების დამხობის მიზნით, ეს მცდელობები არ წყდება და ვიხილეთ რიგით მესამე მცდელობა ხელისუფლების დამხობის.
„უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ ღიად დაუფიქსირებიათ თავიანთი სურვილი და მისწრაფება, რომ საქართველოში იხილონ სხვა ხელისუფლება და არ „ქართული ოცნება“. რადგანაც მათი სურვილები და მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, შესაბამისად, იკვეთება უკვე თანამშრომლობის სფერო. შესაბამისად, საქართველოს ოპოზიციას შეუძლია მიმართოს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინის ხელისუფლებამ უარი არ უთხრას გარკვეული ტიპის დახმარების აღმოჩენაში.
ამ კუთხით მდიდარი გამოცდილება აქვთ მაედნიდან მოყოლებული და აგერ ვხედავთ რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტს ტერაქტზე ახორციელებენ. ასე რომ, ყურადსაღები არის ეს ყველაფერი. როდესაც შენი სტრატეგიული პარტნიორი, ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ასე ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არჩეული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ასე ღიად აფიქსირებს თავის სურვილს, ეს უკვე არის მიმანიშნებელი იმაზე, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი ცოტა ჭირს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
მანამ პიდარასტს პიდარასტს არ დაუძახებენ და ჩათლახს კიდევ ჩათლახს, მანამდე არაფერი გვეშველება
მეგობრების სტატუსით ყველა ძირს გვითხრის