ბურგერი

ბურგერი

ინგრედიენტები

700   გრამი საქონლის მჭლე ფარში

მარილი

ახლად დაფქული შავი პილპილი

8   ნაჭერი ჩედარი

4   ცალი ბურგერის პური

სალათის ფურცლები

დაჭრილი პომიდორი

მომზადება

დიდ თასში მოათავსეთ ფარში და მოაყარეთ ½ ჩ/კ მარილი. კარგად აურიეთ და 4 გუნდად დაყავით. თითოეული გუნდა ისე გააბრტყელეთ, რომ 10 სმ სიგრძის და 2 სმ სისქის კატლეტი მიიღოთ. თითოეულ კატლეტზე, ცენტრში, ცერა თითით გააკეთეთ ჩაღრმავება, რათა გრილზე შეწვისას არ ამოიბურცოს.

გააცხელეთ გრილი მაღალ ტემპერატურაზე. კატლეტები მარილითა და პილპილით შეაზავეთ. წვით დაახლოებით 3–5 წუთით. გადმოაბრუნეთ და წვით მეორე მხარეს კატლეტების გამყარებამდე, დაახლოებით 3–5 წუთით. სურვილისამებრ, წვის პროცესში, ბოლო ორი წუთის განმავლობაში თითოეულ კატლეტს ყველის ორი თხელი ნაჭერი დააწყვეთ და ერთჯერადი ალუმინის ლანგარი დააფარეთ, რომ ყველი დადნეს.

გადაიტანეთ კატლეტები სეზამის მარცვლებიან ბურგერის პურზე. თავზე დაალაგეთ სალათის ფურცელი და პომიდორი. გემრიელად მიირთვით!