სკუმბრია პომიდვრის სოუსში

სკუმბრია პომიდვრის სოუსში

ინგრედიენტები

1   ცალი სკუმბრიის ფილე (350 გრ)

მარილი და პილპილი გემოვნებით

1   ჩ/კ ღვინო

2   ჩ/კ სიმინდის ფქვილი

2   ცალი დიდი პომიდორი

1   ჩ/კ დაკეპილი ნიორი

80   მლ/ლ წყალი

20   გრამი ყავისფერი შაქარი

1   ს/კ კეჩუპი

1   ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი

1   ჩ/კ სოიოს სოუსი

1   ს/კ წყალი

მომზადებ

გარეცხეთ სკუმბრია და შეამშრალეთ სამზარეულოს ხელსახოცით. ორივე მხარეს შეაზავეთ მარილითა და პილპილით, მოასხით ღვინო. ოდნავ ამოავლეთ 1 ჩ/კ სიმინდის ფქვილში.

ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ზეთი. თევზი ორივე მხარეს შებრაწვამდე წვით. გადმოიტანეთ თეფშზე და დააფარეთ.

ტაფაზე დაასხით ზეთი და თუშეთ ნიორი. შეურიეთ პატარა ნაწილებად დაჭრილი პომიდორი და მოაყარეთ მარილი. დაუმატეთ წყალი და შაქარი. დააფარეთ, ადუღეთ შაქრის გალღობამდე და პომიდვრის დარბილებამდე. დაუმატეთ კეჩუპი და ვორჩესტერის სოუსი. ადუღეთ სოუსის განახევრებამდე. დაუმატეთ სოიოს სოუსი, 1 ჩ/კ სიმინდის ფქვილი, 1 ს/კ წყალი და ადუღეთ. სოუსი თევზს მოასხით. მიირთვით ცხელი.