კახეთის რეგიონში მიმდინარე გეგმიური საველე სწავლება „იორი-2013“-ის აქტიური ფაზა დასრულდა. წვრთნა გაერთიანებული შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების შტაბის გეგმით განხორციელდა.
სწავლების დასკვნით ეტაპს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. ბრიგადის გენარალმა საკომანდო პუნქტი მოინახულა, რის შემდეგაც მიმდინარე საველე სწავლებას დაესწრო. ვახტანგ კაპანაძემ საველე სწავლება „იორი-2013“-ს მაღალი შეფასება მისცა და სამომავლოდ მსგავსი წვრთნების ჩატარების აუცილებლობაზე ყურადღება გაამახვილა.
სწავლება „იორი-2013“-ის მიზანს აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბების და სადაზვერვო ასეულების საბრძოლო მამზადების დონის ამაღლება, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების სრულყოფა, მიღებული გადაწყვეტილების ქვედანაყოფებამდე დაყვანა, აღსრულება და მართვა წარმოადგენს.
სწავლება საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში 19 აგვისტოს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება. „იორი-2013“ სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციურ სწავლებას წარმოადგენს და ოთხ ფაზას მოიცავს. განათლების სარდლობაში შექმნილია შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც „იორი-2013“-ის დასრულების შემდგომ სწავლების ანალიზს მოახდენს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს