საქონლის ხორცის კასეროლე

საქონლის ხორცის კასეროლე

ინგრედიენტები

250   გრამი საქონლის ხორცის ფარში

2   ცალი კარტოფილი

200   გრამი ქამა სოკო

1   ცალი ბულგარული წითელი

1   ცალი ბულგარული მწვანე

1   ცალი პომიდორი

1   კბილი ნიორი

300   გრამი მოცარელა/სულგუნი

2   ს/კ მაიონეზი

გემოვნებით მარილი/პილპილი

მომზადებ

პირველ რიგში კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ როცა კარტოფილი მოიხარშება გააცალეთ კანი და დაჭერით რგოლებად.

გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და დააყარეთ ფარში მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით დაუმატეთ დაკეპილი ნიორი მოთუშეთ.

გამოსაცხობ ფორმაზე დაალაგეთ მოხარშული კარტოფილი წაუსვით მაიომეზი კარგად დაამატეთ დაჭრილი სოკო და ბულგარული ორივე ფერის დაჭრილი სასურველ ფორმებად დააყარეთ მოთუშული ფარში ზემოთან დაალაგეთ თხლად დაჭრილი პომიდორი თავზე მოაყარეთ გახეხილი მოცარელა ან სულგუნი.

გამოაცხვეთ 30-40 წუთი 180 გრადუსზე.