„ჯერჯერობით შიდა ბრძოლები იქნება „ნაცმოძრაობაში“ და მელიას გუნდი მანამ არ გამოეყოფა ამ პარტიას, სანამ საკმაო რაოდენობის მხარდამჭერებს არ მოაგროვებს“

„ჯერჯერობით შიდა ბრძოლები იქნება „ნაცმოძრაობაში“ და მელიას გუნდი მანამ არ გამოეყოფა ამ პარტიას, სანამ საკმაო რაოდენობის მხარდამჭერებს არ მოაგროვებს“

რატომ ითმენს მელიას გუნდი ამდენ დამცირებას ხაბეიშვილისგან? რატომ არ შეუძლიათ მათ ღირსეული ნაბიჯი გადადგან და თუნდაც ხატია დეკანოიძის მსგავსად დატოვონ „ნაცმოძრაობა“?

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევამდე ლევან ხაბეიშვილი ირწმუნებოდა, რომ ენმ-ში არანაირი გაყოფა არ მოხდებოდა და ვინც ამას დაარღვევდა, ის იქნებოდა უპრინციპო და უპირო ადამიანი. თუმცა დღეს უკვე ნიკა მელიას გუნდის წევრები ისე შეავიწროვეს პარტიაში, რომ აშკარაა, მათთვის ხაბეიშვილი სივრცეს აღარ ტოვებს და მელიას მხარდამჭერებს ხან საკრებულოს სიებიდან იღებს, ხან ყრილობაზე არ იწვევს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა უბრალოდ გარდაუვალია, მათთვისაც ასე აჯობებს და პოლიტიკური პროცესისთვისაც კარგი იქნება.

„ყალბ შერიგებას რა აზრი ექნება? ალბათ, მალე მოხდება გაყოფა. ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს არის გარდაუვალი. გაყოფა მოხდება და ელექტორატიც რაღაც პროპორციით აუცილებლად გაიყოფა. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ელექტორალური ზრდის საშუალება, ის ერთგვარი ტიტანიკია“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

„ქართულ ოცნებაში“ თავიდანვე პროგნოზირებდნენ, რომ ვერც ხაბეიშვილის, ვერც მელიას თავმჯდომარეობა პარტიას დაშლას ვერ ააცილებდა. „ნაცმოძრაობის“ ყველა ლიდერი წაგებულ ომში იყო შესული და, უბრალოდ, ბრძოლა მიდიოდა იმისთვის, ვინ გამოიყენებდა ნაცების საფირმო „5“ ნომერს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას არ მალავს, რომ დიდი ხანია, ელოდა, ნიკა მელია ცალკე გავიდოდა და გამოეყოფოდა „ნაცმოძრაობას“, მაგრამ იმთავითვე ეჭვობდა, რომ ეს ვარაუდი არ იყო 100%-იანი, რადგან „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი წევრი საკუთარი პარტიიდან გასვლას არ იჩქარებდა მომავლის პერსპექტივის, ან უფრო ზუსტად, მომავლის უპერსპექტივობის გათვალისწინებით.

„ჩვენ უკვე ვნახეთ ასე გასული ადამიანები „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებიც დღეს მხოლოდ 2-3%-ს აგროვებენ. ეს რეიტინგი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის საშური რეიტინგია. თანაც, ეს რეიტინგი არ არის არც ნაციონალებისდა არც მათი პარტიის დამსახურება, ეს რეიტინგი არის სააკაშვილის დამსახურება. ამიტომ ასე ერთი ხელის მოსმით გასვლა პარტიიდან წამგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და, მე მგონი, ნაციონალებიც ამაზე არ დავობენ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი ეჭვობს, „ნაცმოძრაობა“ კიდევ გაიყოს, ის მოელის, რომ უფრო შიდა ბრძოლების სურათი იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ ჯერჯერობით მაინც სათუოა, ისინი დაიშალონ. უფრო მეტიც, სანამ საკმაო რაოდენობის მხარდამჭერები არ მოგროვდება მელიას მხარეს საიმისოდ, რომ ანალოგიურ პარტიებს, „ნაცმოძრაობის“ ცალკე შტოებს ან გაუთანაბრდეს თავისი შედეგებით, ან აჯობოს, იქამდე საეჭვოა, მელიას გუნდი გამოეყოს „ნაცმოძრაობას“.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ შესაძლებელია „ნაცმოძრაობა“ შენარჩუნდეს იმ სახით, რა სახითაც არსებობს და მისი გაყოფა არ მოხდეს. ამის მიზეზი კი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სოციალური კვლევის შედეგია, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი შედარებით გაიზარდა.

„თებერვალში ჩატარებული კვლევით, 6% იყო „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, დღეს კი ამავე კვლევებით, დაახლოებით 14%-ია, ეს ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა“ ისევ რჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მოტივაცია გაუჩნდეთ მელიას გუნდის წარმომადგენლებსა და ხაბეიშვილს, რომ ერთიანობა შეინარჩუნონ. მესმის, რომ ნაძალადევი ერთიანობა შეუძლებელია, მაგრამ „ნაცმოძრაობისთვის“ გაყოფაც არ იქნება კარგი, რადგან ეს დარტყმა იქნება მთლიანად ოპოზიციურ სპექტრზე“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

 

ლევკოთეა მელიას სპინსორი არ ჰყავს (არც ეყოლება, რადგან არათანმიმდევრულია), თორემ აქამდეც გავიდოდა ნაცებიდან.
1 წლის უკან
ცუგო- ვინმემ ამიხსენით, როგორ მოხდა, რომ შევარდნაძის მერე საველა პრეზიდენტი ნაცი აღმოჩნდა?
1 წლის უკან
ცუგო- ვინმემ ამიხსენით, როგორ მოხდა, რომ შევარდნაძის მერე საქართველოს ყველა პრეზიდენტი ნაცი აღმოჩნდა?
1 წლის უკან
ცუგო- დღეს გრიგოლ ვაშაძე უფრო მიუღებელია ნაცებისთვის, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ყველა ოპოზიციონერი სალომეს ეკურკურებოდა.
მარგველაშვილზე აღარაფერს ვამბობ, ხაბეს აჯობა უთავმოყვარეო ნაცობაში...
1 წლის უკან