მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების სია შეადგინა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ. პრემიერ-მინისტრის, დორან რეჩანის თქმით, ე.წ. შავ სიაში კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინიც მოხვდა.
„პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა ათობით რუსი მაღალჩინოსანი. სანქციები შეეხო რუს არტისტებსაც, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უჭერენ მხარს.