ქათმის ღვეზელი

ქათმის ღვეზელი

ინგრედიენტები

500   გრამი ქათმის ფილე

1   ჭიქა დაჭრილი სტაფილო

1   ჭიქა გაყინული მწვანე ბარდა

1/2  ჭიქა დაჭრილი ნიახური

1/3  ჭიქა კარაქი

1/3  ჭიქა დაჭრილი ხახვი

1/3  ჭიქა ფქვილი

1/2  ჩ/კ მარილი

1/4  ჩ/კ შავი პილპილი

1/4  ჩ/კ ნიახურის თესლი

1 3/4  ჭიქა ქათმის ბულიონი

2/3  ჭიქა რძე

2   ცალი (23 სმ) გამოუმცხვარი ღვეზელის ქერქი

მომზადებ

გააცხელეთ ღუმელი 220 C-ზე.

ქვაბში კანგაცლილი და კუბებად დაჭრილი ქათამი, სტაფილო, ბარდა და ოხრახუში აურიეთ. წყლით დაფარეთ და 15 წუთით ადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, გადაწურეთ და გადადეთ.

ქვაბში საშუალო ტემპერატურაზე ხახვი კარაქში შუშეთ, სანამ არ დარბილდება და არ გახდება გამჭვირვალე. შეურიეთ ფქვილი, მარილი, პილპილი და ნიახურის თესლი. ნელ–ნელა შეურიეთ ქათმის ბულიონი და რძე. ადუღეთ საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე, სანამ არ გასქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან და გადადეთ.

ქათმის ნაზავი ღვეზელის ქერქის ძირში მოათავსეთ. ცხელი სითხე ნაზავს მოასხით. მეორე ქერქი დააფარეთ, ბოლოები შეკარით და ზედმეტი ცომი მოაჭერით. ზემოდან, რამდენიმე ადგილას, პატარაზე დასერეთ, რომ სითხე უკეთ აორთქლდეს.

აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 30–35 წუთით, სანამ თავზე არ გადაიბრაწება და შიგთავსი არ აშიშხინდება. მირთმევამდე გააგრილეთ 10 წუთით.