ოლექსი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონტრიერიშისგან მოლოდინები „ცოტათი გადამეტებულია“

ოლექსი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონტრიერიშისგან მოლოდინები „ცოტათი გადამეტებულია“

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონტრიერიშისგან მოლოდინები „ცოტათი გადამეტებულია“. ამის შესახებ მან „რბკ-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, გადამეტებული მოლოდინი გამოწვეულია როგორც უკრაინელი პოლიტიკოსების, ასევე დასავლეთის განცხადებებით.

„გეთანხმებით, რომ მოლოდინები გადამეტებულია. ყველას მორიგი გამარჯვების ხილვა სურს. ადრე გამარჯვების არ სჯეროდათ და სურდათ, რომ უკრაინის რაღაც ნაწილი მაინც შენარჩუნებულიყო. როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებებს მიაღწიეს, ყველამ დაიჯერა გამარჯვების - კუნძულ ზმეინის, კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის ოლქებში ბრძოლების შემდეგ. ეს ნორმალურია“, - აცხადებს რეზნიკოვი.