აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ბირთვული იარაღის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ბირთვული იარაღის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს - ვაშინგტონი დათანხმდა, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავები პერიოდულად სამხრეთ კორეაში გაუშვას.

მიზანი ოფიციალური სეულის ბირთვულ ოპერაციებში ჩართვაა. სანაცვლოდ კი სამხრეთ კორეა დათანხმდა, რომ საკუთარ ბირთვულ იარაღს არ განავითარებს.

როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, ვაშინგტონის დეკლარაციის სახელით ცნობილი დოკუმენტი ჩრდილოეთ კორეის თავდასხმების შესაჩერებლად შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.