სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება და მასშტაბური საფრთხის შემცველი ხდება.
თავდასხმა განხორციელდა 14 საავადმყოფოზე. საბრძოლო მოქმედებებმა სამედიცინო დაწესებულებების გარდა, სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურების პარალიზებაც გამოიწვია. შეწყვეტილია ელექტრომომარაგება. მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალიც.
დედაქალაქ ხართუმში კი ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკი გაჩნდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტის ერთ-ერთმა მხარემ იმ ლაბორატორიის შენობა დაიკავა, სადაც სახიფათო მასალებია განთავსებული.
შეიარაღებული დაპირისპირების პარალელურად, სუდანიდან მოსახლეობისა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.