რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს შეუძლოდ გახდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს შეუძლოდ გახდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ინტერვიუს დროს შეუძლოდ გახდა. Ulke TV-სა და Kanal 7-თან ერთობლივი ტელეინტერვიუ გარკვეული დროით შეწყდა, როცა ჟურნალისტმა პრეზიდენტს მომავალ მთავრობაში საკადრო გადაადგილებების შესახებ ჰკითხა.

„პირველ რიგში ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. წინასაარჩევნოდ ბევრს ვმუშაობთ და გასტროენტერიტი დამემართა. ვფიქრობდი კიდეც, გადაცემა ხომ არ გამეუქმებინა, თუმცა დაგპირდით და მოვედი. ბოდიშს გიხდით თქვენც და მაყურებლებსაც“, - განაცხადა პირდაპირ ეთერში დაბრუნების შემდეგ ერდოღანმა.