„კეზერაშვილისგავლენების გათვალისწინებით, გამოძიებას კეზერაშვილისთვის ბრალის წაყენება გაუჭირდება“

„კეზერაშვილისგავლენების გათვალისწინებით, გამოძიებას კეზერაშვილისთვის ბრალის წაყენება გაუჭირდება“

პოლიტიოლოგი და „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთნა ინტერვიუში დავით კეზერაშვილის გარშემო დაწყებულ მსოფლიო სკნადალზე საუბრობს. მამრაძე ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვი ეს ყველაზე დამაზიანებელი საგამოძიებო სიუჟეტი იქნება, საიდანაც გამოძრომა გაუჭირდება. თუმცა, მისი გამოცდილებიდან და გავლენების გათვალისწინებით, მამრაძე მიიჩნევს, რომ გამოძიებას კეზერაშვილისთვის ბრალის წაყენება გაუჭირდება. ამასთანავე მამარაძე „ნაციონალებში“ დაწყებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნიკა მელია კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა სწორედ სააკაშვილის მოთხოვნით მოიშორეს.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ირგვლივ დიდ ბრიტანეთში დიდი სკანდალი აგორდა და ფაქტობრივად, BBC-ის მიერ გამოძიებულ სიუჟეტში ის ე.წ. ქოლცენტრების თაღლითობის მთავარ ფიგურანტად დასახელდა. ამის მიუხედავად, კეზერაშვილი გადაადგილებას თავისუფლად ახერხებს. ირაკლი კობახიძის განცახდებით, შესაძლოა, მას დასავლეთში მფარველობდნენ, რადგან ვიღაცები საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით არიან დაინტერესებულები და ამაში დავით კეზერაშვილს როლს ხედავენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გაგრძელება შეიძლება ამ სკანდალს ჰქონდეს?

- დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ორი ფაქტორია, პირველი - ბრიტანეთში კანონის უზენაესობა არსებობს და ვიდრე კონკრეტული ბრალდება არა აქვს მას წაყენებული, მანამდე გადადგილებას ვერავინ შეუშლის. რაც შეეეხება კონკრეტულ ბრალდებას, ერთია, როცა ჟურნალისტი ოპერატიულად სარწმუნო ინფორმაციას მოიპოვებს და მეორე მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც სასამართლოში წარსადგენად არის საჭირო. აქ საჭიროა დოკუმენტები შესაბამისი ხელმოწერებით ან სასამართლოს სანქცირებული მოსმენა განხორციელდეს. მოწმეებმა უნდა თქვან, რომ უშალოდ კეზერაშვილი ის პირია, ვინც მათ რაღაცას ავალებდა ან ხელმძღვანელობდა, თანაც ეს უნდა რაღაცით დაამტკიცონ. ზეპირსიტყვიერად ასე არავინ დაუჯერებს. დავით კეზერაშვილი კი ამ ყველაფერში ძალიან გამოცდილი პირია. მან საქართველოს ბიუჯეტი და ჯარი ისე გაძარცვა, რომ მისი მტკიცებულებების დიდი ნაწილი არ არსებობს. ჯერჯერობით მხოლოდ 5 მილიონის გაფლანგვაზე აქვს ბრალი წაყენებული და დამტკიცებულიც აქვს, მაგრამ ეს ხომ ზღვაში წვეთია. ის უკვე გამოცდილი პირია, რომელმაც იცის მტკიცებულებები როგორ გაანადგუროს. თუმცა, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, კეზერაშვილზე ჟურნალისტური გამოძიებები ადრეც იყო და ის მსოფლიოს მასშტაბით იარაღის ვაჭრობის სქემაშია ნახსენები. მისი გვარი თემურ ალასანიას და ბუტის ირგვლივ ფიგურირებდა. მაშინაც ვერ მოხდა მისთვის ბრალის დამტკიცება.

შესაძლოა ითქვას, რომ კეზერაშვილი დასავურ პოლიტიკურ წრეებში, ლობისტების მეშვეობით სიტუაციას „ალაგებს“, სანაცნობო წრის დახმარებით კი მსგავს დანაშაულებრივი სქემებიდან თავს იძვრენს?

- რა თქმა უნდა, ის ხომ მილიარდერია და ამ ყველაფერში მარტო არ არის. ამხელა ტრანსნაციონალურ დანაშაულებს მხოლოდ თავად სჩადის? ალბათ, გახსოვთ კულტ ვოკერთან შეხვედრის ეპიზოდი. ეს კაცი ძალიან გავლენიანი ფიგურაა. ის CIA-ის თანამშრომელი იყო, შედმეგ ნატოში იყო წარმომადგენელი და უდიდესი გავლენების მქონე დიპლომატია. ახლა წარმოიდგინეთ ამხელა გავლენის და გამოცდილების ადამიანი რომ მსოფლიო დონის მძარცველს ხვდება. ასეთი დონის ადამიანები კეზერაშვილისნაირ საეჭვო რეპუტაციის ადამიანთან ნაცნობობასაც კი უფრთხიან და ფრთხილობენ. რა საქმე უნდა ჰქონოდა ვოლკერს კეზერაშვილთან?! - გავლენების ყიდვას ცდილობს. ლობისტებს ეძებს იმისთვის, რომ შემდეგ თავი დაიძვრინოს. ის საქართველოში პოლიტიკში გამორიცხულია პირდაპირ მოვიდეს, მაგრამ მას არაფორმალურად ჩარევა სურს და ამას აკეთებს კიდევაც. მისი მინისტრობა 2008 წელს შემთხვევითი არ იყო. სააკაშვილმა იმიტომ დანიშნა, რომ ის მას ყველაფერზე თავს უქნევდა და ყველაფრის უპირობო შემსრულებელი იყო. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ კეზერა არასდროს ილაპარაკებს. ის პოლიტიკაზე არასდროს არავის დაელაპარაკება. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ბიზნესი და რაღაცის დაფინანსება. მას შემდეგ რაც ის საქართველოში 2021 წელს გაასამართლეს, პოლიტიკურ პროცესებში ღიად ერევა. ძალიან მდიდარ ადამიანებს ლობისტები ყოველთვის ჰყავდათ და ამას აკეთებს ისიც. ლობისტებს ეძებს კონგრესში, სენატში, ეროვნულ პარლამენტებში და ევროპარლამენტში თავისთავად. როცა ადამიანს ასეთი ლობისტები ჰყავს, მისი სასამართლომდე მიყვანა ძალიან ჭირს.

დამეთანხმებით, ალბათ, რომ BBC-ის მიერ ჩატარებული გამოძიება კეზერაშვილს ძალიან დააზიანებს. თუნდაც ვოკერის მსგავსი ლობისტებისთვის მისი რეპუტაციის აღდგენა ძალიან გაჭირდება.

- რა თქმა უნდა, BBC სიუჟეტი სულ სხვ სკანდალია და ის დავით კეზერაშვილზე თავის ასახვას ჰპოვებს. ეს არის პენსიონერებისთვის წართმეული და მოპარული ფული, რომელსაც ევროპაში ასე მარტივად არავინ გაატარებს. იქ რომ დაიწერებოდა ხოლმე ხანდახან ვიღაცა იარაღით ვაჭრობდა, ამას დიდი რეზონანსი არ ჰქონდა. ნუ, ახლა იარაღით რამდენი ვაჭრობს. თანაც ამას დაზარალებული ასე, როგორც პენსიონერები არიან, არ ჰყავდა. შუაგულ ევროპაში პენსიონერები გამოდიან და ამბობენ, რომ ცხოვრება მოგვპარესო. ახლა მგონია, რაღაცა დროით კეზერაშვილის ლობირებას ბევრი შეწყვეტს. ის განუწყვეტელი საუბარი, რომ ის არის ე.წ მედია მფლობელი და ამის გამო იდევნება, ცოტახანს შეწყდება. ევროპარლამენტარების მხრიდან კეზერაშვილის მიმართ ასეთი რიტორიკა შეწყდება. თუ კეზერაშვილი სამართლებრივი გზით დაამტკიცებს, რომ ის მართალია და ამას უგონებენ, მისი სამართლებრივი დევნა არ დაიწყება, მაშინ ლობირება ამ ხალხის მხრიდან ისევ აღდგება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებულ დაპირისპირებაზე მინდა გკითხოთ, ნიკა მელიას, ფაქტობრივად, პარტიაში ომი გამოუცხადეს და ენმ  ლამის დაიშალოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, პარტიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს? მერაბიშვილის და კეზერაშვილის ჩართულობა პარტიის შიდა საქმეებში მისი თანხმობით ხდება?

- დავიწყებ იმით, რომ ლევან ხებიშვილი წავიდა ვარშავაში გიული ალასანიასთან ერთად და იქ სააკაშვილის ორდენის მინიჭების ცერემონიალს დაესწრო. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის და მისი ოჯახის სურვილი ასეთი იყო და ხაბეიშვილი მათთვის მისაღები ფიგურაა. ეს ხომ პარტიისთვის მინიჭებული ორდენი არ არის, ეს იყო პიროვნებისთვის მინიჭებული. რა უნდოდა იქ ენმ-ის ლიდერს? ეს იყო სააკაშვილის სურვილი, რადგან ხაბეიშვილი ევროპაში გასულიყო და როგორც პარტიის თავმჯდომარე გაეცნოთ. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ კეზერაშვილი-მეაბიშვილის სქემა - ხაბეიშვილი აერჩიათ, სააკაშვილთან შეთანხმებული იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ სააკაშვილს მელიას მოშორება დიდი ხნის წინ უნდოდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი საქართველოში ჩამოსვლისა მელიას მიმართ ეჭვიანობა იყო.

სააკაშვილს ვიცნობ 1992 წლიდან და ძალია კარგად ვიცი მისი ემოციური მდგომარეობა ასეთ დროს. როდესაც პარტიამ სააკაშვილის ჯინაზე მელია აირჩია და მას არ დაემორჩილნენ, იმ დღიდან მელიას მტრად გადაეკიდა. მისთვის ბოლო წვეთი მელიას დაპატიმრება იყო, როცა ამ სცენამ მთელი დასავლური მედია მოიარა. მიშასთვის ეს იყო აუტანელი, რადგან მისმა ყურმოჭრილმა მონამ, მასზე მეტი ყურაღება მიიპყრო. ამიტომ მიმაჩნია, რომ კეზერაშვილის და მერაბიშვილის გადაწყვვეტილებას მისგან მწვანე ჰქონდა ანთებული. მერაბიშვილმა „გატისკვის“ მეტი რა იცის. მაგის საქმე ეგაა, თანაც მელია მერაბიშვილსაც მასზე გაკეთებული განცხადებების გამო გულზე დიდად არ ეხატებოდა.

ახლა რა შანსები აქვს მელიას, რომელსაც კეზერაშვილის ამხელა რესურსი და მერაბიშვილის გავლენა უპირისპირდება? ის ფაქტობრივად, მარტოა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დარჩენილი. როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება?

- ნიკა მელიას სხვა გამოსავალი არ აქვს და ის ტაქტიკურად სწორად მოქმედებს. მას პარტიიდან წასვლას ურჩევნია გარიცხონ. ის იბრძვის ბოლომდე და მისი მესმის. თუმცა, მას უკან პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება არ უწერია. ენმ-ში ბევრს ხაბე ექაჯება, ბრენდი არაა და „უტყდებათ“, მაგრამ მელიას მაინც არავინ დააბრუნებს. ფაქტია, რომ კეზერაშვილს და მერაბიშვილს მიანიშნებენ, იქნებ ხაბეიშვილი შეცვალონ და ასეც იქნება, რადგან ამ დონის ფიგურა დიდხანს ვერ ეყოლებათ. თუმცა, მელიას მერაბიშვილი ბოლომდე გაწირავს და ხმას ვერავინ ამოიღებს. მას მერაბიშვილი არ გაახარებს.

სააკაშვილის ფიგურას მინდა შევეხოთ, ის ახლა როგორც მისი ამომრჩევლისთვის, ასევე პარტიის წევრებისთვის რა სახის ლიდერია? აქვს მას კვლავ პოლიტიკური გავლენა პროცესებზე, თუ უბრალოდ სჭირდებათ იმისთვის, რომ ამომრჩეველი შეინარჩუნონ?

- დღეს სააკაშვილის გუნდს ვინც წარმოადგენს, ვხედავთ და წარმოიდგინეთ ამათ მასზე რა წარმოდგენა აქვთ. გახსოვთ, ალბათ, სამადაშვილის ფარული ჩანაწერი რომ გავრცელდა, სადაც სააკაშვილზე ძალიან ცუდად საუბრობს. ერთმანეთთან საუბარში, მერაბიშვილი, კეზერაშვილი და პარტიის სხვა წევრები სააკაშვილზე ლაპარაკობენ: „იდიოტია“, „გიჟია“ და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. მათთვის სააკაშვილი გარეთ გამოსული და სადავეების ხელში ამღები კატეგორიულად მიუღებელია. სააკაშვილი ციხეში, ასეთ სიტუაციაში ყველაზე მეტად აწყობთ. თავიდან გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილთან ყოველ დღე მორიგეობით დადიოდნენ, პირველი თვეების განმავლობაში ის 2000-მდე ადამიანმა მოინახულა. გამოდიოდნენ ძალიან ცუდი განწყობით, რადგან სააკაშვილი მათ იქ უყვიროდა, მუშტებს უბრახუნებდა და ბრძანებებს აძლევდა. რეალობას არის სრულიად მოწყვეტილი. გამოდიოდნენ ესენი და ლაპარაკობდნენ, რომ ამ გიჟმა სულ გააფრინა, თავი ისევ პრეზიდენტი ჰგონიაო. თუმცა, მეორე მხარე ისაა, რომ თავად ერთი ამომრჩეველიც არ ჰყავთ და სააკაშვილის გარეშე ნულები არიან. სააკაშვილმა თავისი ამომრჩევლის ნახევარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაკარგა, მაგრამ მთელი პარტიის რეიტინგი ისევ მასზე დგას. ამიტომ მის სახელს გამოიყენებენ, მაგრამ მისი გათავიუსფლებისთვის არაფერსაც არ გააკეთებენ. ახლა, მისი პარტიის წევრებს, ყველაზე მეტად, ციხეში მყოფი სააკაშვილი აწყობთ.