ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა რაც შეიძლება მალე უნდა გაწევრიანდეს ნატოში, რადგან მისი გაწევრიანება გააძლიერებს ალიანსს.
„ნატოს ღია კარის შესახებ ფრაზების გამეორების ნაცვლად, ჩვენ უნდა ვიპოვოთ უფრო კონკრეტული მექანიზმები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატოს სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია უარი ეთქვას იმ მოსაზრებას, რომ ნატოში უკრაინის მომავალი წევრობა ტვირთი იქნება ალიანსისთვის.
„ამ მსჯელობას ყოველთვის ძალიან მარტივად ვპასუხობ: ხომ არ გგონიათ, რომ უკრაინის არმია, რომელსაც ასეთი მდიდარი გამოცდილება აქვს, როგორიც არცერთ სხვა არმიას ევროპულ ქვეყანაში... ხომ არ გააძლიერებს ეს [უკრაინის წევრობა] ნატოს? ჩემი პასუხი არის დიახ. ეს იქნება ნატოს გაძლიერება“, - განაცხადა ნაუსედამ.