ჯონ კირბი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეტევა რამდენიმე მიმართულებით, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყოს

ჯონ კირბი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეტევა რამდენიმე მიმართულებით, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყოს

აშშ უკრაინისთვის დახმარების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კირბიმ არ გამორიცხა, რომ რუსმა დამპყრობლებმა შესაძლოა შეტევა ფრონტის რამდენიმე მიმართულებით, უკრაინაში ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყონ.

„ჩვენ ვიცით, რომ გაზაფხულზე, როდესაც ამინდი გაუმჯობესდება, ის კი გამოკეთებას უკვე იწყებს, დიდია ალბათობა, რომ რუსები შეტევაზე გადასვლას ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე მოინდომებენ. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, სად და როგორ გააკეთებენ ისინი ამას, მაგრამ გვინდა ხელი შევუწყოთ, რომ უკრაინელებმა მოახერხონ მათგან თავის უკეთ დაცვა. თუკი ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას საპასუხო შეტევითი ოპერაციის წამოწყების შესახებ, გვსურს უზრუნველვყოთ, რომ მათ ეს შეძლონ“, - განაცხადა კირბიმ.