გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. სხდომაზე, რომელსაც ლავროვი თავმჯდომარეობდა, რუსეთის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მსოფლიო, ისევე, როგორც ცივი ომის წლებში, მიუახლოვდა სახიფათო და შესაძლოა კიდევ უფრო სახიფათო ზღვარს.
განცხადებას, რომელიც ლავროვმა უკრაინის საკითხზე მსჯელობისასა გააკეთა, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთს ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების გადახაზვა სურს, რაც გაეროს ყველა წესდებას ეწინააღმდეგება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გაეროს გენერალურმა მდივანმა უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა უზარმაზარ ტანჯვასა და განადგურებას იწვევს.