ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საბრძოლო მასალას კიევის გადაუდებელი მოთხოვნის საფუძველზე აწვდიან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი რაოდენობა უნდა გაიზარდოს, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, მინისტერიალის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, უკვე მუშაობს შეთანხმების პირველი ნაწილი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის უკრაინაში საბრძოლო მასალის გაგზავნის ხარჯების ანაზღაურებას ეხება.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ევროკავშირის ერთობლივი შესყიდვის ერთი მილიარდი ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს, ამაზე მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.