„ჩემს ქვეყანაში არ დაინომრება მშობლები, არ იქნება შეურაცხყოფილი ღვინო, ეკლესია, ჩემი რწმენა და თუ შენ ყველაფერ ამას პატივს არ სცემ, მაშინ რა საერთო გვაქვს?!“

„ჩემს ქვეყანაში არ დაინომრება მშობლები, არ იქნება შეურაცხყოფილი ღვინო, ეკლესია, ჩემი რწმენა და თუ შენ ყველაფერ ამას პატივს არ სცემ, მაშინ რა საერთო გვაქვს?!“

„მოვდივარ“! „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ამ გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან. 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო საზოგადოება აქციას მართავს. როგორც მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოში არანაირი მაიდანი, არანაირი რევოლუცია, არანაირი მეორე ფრონტი და სამოქალაქო დაპირისპირება. მისი თქმით, დროა ავანსცენაზე, მთავარ როლში საზოგადოება გამოვიდეს და დაიბრუნოს თავისი ღირსეული ადგილი, უნარი, შნო, თავისი მორალური და ზნეობრივი საყრდენებით, რადგან არ შეიძლება საზოგადოების აზრი მუდმივად იგნორირებული იყოს.

for.ge ზაზა პაპუაშვილს ესაუბრა.

„საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოში არანაირი მაიდანი, რევოლუცია, მეორე თუ მეთოთხმეტე ფრონტები და არც არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. ამიტომ, 30 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და აჩვენოს ოპოზიციას და არა მარტო მათ - რა არის ქართველი ხალხის არჩევანი!“, - ეს არის თქვენი მოწოდება. ბატონო ზაზა, რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე, რომ ქართველი ხალხისთვის ისევ დაგეძახათ რუსთაველზე?

ზაზა პაპუაშვილი: თქვენი ნებათვით პატარა კორექტივებს შევიტან დასმულ კითხვაში - საქართველოს ოპოზიცია არ ჰყავს! ადამიანებს ძალიან უნდათ, რომ დაიბრალონ ოპოზიციონრობა, მაგრამ ასე არ არის. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც წავიდნენ პოლიტიკაში მუქთა ფულისა და იოლი ფულის საშოვნელად. ამიტომ, კითხვა, რომ ჩვენ რაღაცა უნდა ვაჩვენოთ ოპოზიციას, ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ „ოპოზიციის“ დასანახად არაფერს არ ვაკეთებთ! ეს ჩვენ გვინდა, ეს არის ჩვენი სურვილი.

რამ განაპირობა თქვენი ეს სურვილი?

- საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი ძალა, მას გააჩნია გემოვნება და მის პროტესტს, მის აზრს აუცილებლად უნდა გაეწიოს ანგარიში. ეს ენერგია არის გათიშული, ანუ მიძინებული. მხოლოდ და მხოლოდ გვესმის წუხილები, ფაქტობრივად ერთი და იმავეს ვლაპარაკობთ, ერთი და იმავე რაღაცაზე ვწუხვართ, მაგრამ ეს რომ გადაიქცეს ერთმნიშვნელოვან ძალად, ამ ძალის შეკრებას ვერ ვახერხებთ.

საზოგადოებას სხვისი კარნახის გარეშე უნდა შეეძლოს გარკვეულ თემებთან დაკავშირებით თავისი აზრის ჩამოყალიბება და შემდეგ გაჟღერება. ქვეყანაში არ არის მარტო ეს უმეცარი და ანგაჟირებული პარტიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ არსებობს საზოგადოება, რომელიც მარტო სოციალურ ქსელებში და პირად წუხილებში არის გზააბნეული. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ გენიალური ადამიანების, მათი აზრებისა და ენერგიის გაერთიანება, ეს არის პრევენცია, ავიცილოთ მოსალოდლენი განსაცდელები. ვისაც თვალი აქვს დაინახავს და ვისაც ყური აქვს გაიგონებს.

რა არის ეს მოსალოდნელი განსაცდელები?

- მოსალოდნელი გასაცდელები უკვე ხმამაღლა გაჟღერდა. ეს არის შიდა საქმეებში ჩარევა, მეორე რევოლუციის მოწყობა, ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლა, მაედანის მოწყობა, მეორე ფრონტის გახსნა, შიდა დაპირისპირება, ხელისუფლების შტოების, პირველ რიგში სასამართლოს ხელში ჩაგდება და მათი მართვა. საზოგადეობის გახლეჩა და დაპირისპირება. საზოგადოება ვალდებულია და შესწევს ამის ძალა, რომ უზრუნველყოს მშვიდობა. ამ „პოლიტიკოსებმა“, რომლებმაც ვერ შეძლეს ვერც ქართულ საზოგადოებასთან და ვერც ხელისუფლებასთან ოპონირება, ვერ შეძლეს ალტერნატივის დადება, ვერ უზრუნველყვეს მშვიდობა, მათ უკვე აღარ აქვთ უფლება ილაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით! აი, ამის უფლებას ვართმევთ ჩვენ მათ. ეს არის მოტივაცია ხელისუფლებისთვის, ჯარისთვის, პოლიციელისთვის, ბერისთვის, მრევლისთვის - რომ არ დაემუქროს ჩვენს ქვყანას სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და სუვერენიტეტის დაკარგვა.

ამის ნიშნები გამოჩნდა?

- რა თქმა უნდა, და ამას არც არავინ არ მალავს. ამიტომ, ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ - ვინ არის ჩვენი მეგობარი! მეგობარია, ცხვრის ქურქში გამოწყობილი მგელი? ხალხმა სწორად შეარქვა, ეს არის ნაცფაშიზმბოლშევიკური ბანდა, რომლის ზურგზეც არის ტერიტორიების დაკარგვა, საზოგადოების დაჩეხვა, მკვლელობა, ომი, ძარცვა, მათ არანაირი უფლება არ აქვთ ილაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით. საკუთარი ბანდის წევრებმა გაძარცვეს საკუთარი ჯარი, მოსახლეობა და ამის შემდეგ უკვე ევროპელი პენსიონერებიც არ დაინდეს.

ეს არის ხალხი, რომლებმაც სახელი გაუტეხეს ქვეყანას! ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც საკუთარ ქვეყანას მოპარეს სიცოცხლე და ფული! ასევე გააცურეს ევროპელი პარტნიორები და ა.შ. როდესაც, ჩვენი ზოგიერთი ევროპარტნიორი მხარს უჭერს ამ ნაციზმბოლშევიკურ-ფაშისტურ პარტიას, ბანდას, მაშინ ჩვენ მათთან სამეგობრო არაფერი გაგვაჩნია!

ჩვენ მათ ქვეყნებს უნდა ვაცნობოთ, რომ თქვენი მოქალაქეები პერსონალურად მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანაში ნაცფაშისტურ- ბოლშევიკურ ბანდას და ხელს აფარებენ. ამიტომ, ჩვენ ნაცფაშისტურ-ბოლშევიკურ ბანდასთან საქმე არ გვაქვს. ამიტომ, ამ ევრობიუროკრატებს, რომლებიც თვითონ კორუფციაში, ბიუჯეტის ძარცვაში არიან ბრალდებულები და პანტა-პუნტით იჭერენ, არანაირი უფლება არ აქვთ თითი უქნიონ ქვეყანას და ამდენი გამოცდა ჩაუტარონ ჩვენს ქვეყანას.

როგორ ფიქრობთ, რასთან არის დაკავშირებული ეს თითის ქნევა, ჭკუის სწავლება, რომ თუ ჩემთვის მისაღებ გადაწყვეტილებას არ მიიღებ, მე შემიძლია დაგასანქცირო, რასაც ამერიკის საელჩო და უშუალოდ ელჩი აკეთებს?

- ამ ყველაფრის წამალი არის ქვეყნის ერთიანობა და საზოგადოების მტკიცე პროტესტი, ერთსულოვნება და მტკიცე პოზიციის ჩამოყალიბება. ჩვენ დასავლეთისაკენ დავიძარით სწორედ იმიტომ, რომ ვუყურებდით დამშვენებულ და გამართულ ქვეყნებს. ასეთივე ეკონომიკური წარმატება და დავარცხნა გვინდა ჩვენი ქვეყნის, მაგრამ თუ შენ ხელი შემიშალე იმ კანონების მიღებაში, რამაც შენ წელში გაგმართა, მაშინ ვეღარ გავიგე ჩვენი მეგობრობის არსი.

თუ ევროპაში მოვდივარ და მაქვს გარანტიები იმისა, რომ არ შეილახება ჩემი სუვერენიტეტი, არავინ არ გაბედავს ასეთ უსამართლო რეზოლუციებზე სანქციების გამოყოფას, მაშინ ვთანამშრომლობთ. სხვა კომპლექსი და სხვა პრობლემა საქართველოს არ აქვს. მას აქვს წითელი ხაზები და ამას პატიოსნად ხმამაღლა ლაპარაკობს - მე, ღმერთის ქვეყანა ვარ და ჩემს ქვეყანაში არ დაინომრება მშობლები, არ იქნება შეურაცხყოფილი ღვინო, ეკლესია, ჩემი რწმენა, რადგან მე ამით ვარ ფასეული და თუ შენ ყველაფერ ამას პატივს არ სცემ, გეკითხებით, მაშინ რა საერთო გვაქვს?! თქვენ თუ გგონიათ, რომ სააკაშვილზე, ამ კრიმინალზე გადის ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, თქვენ ძალიან შემცდარხართ! მაშინ, თქვენ არ იცნობთ საკითხს და თქვენ არ იცნობთ ამ ქვეყანას! თუ მე არ მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ და შეეცადეთ ჩემს დაკოდვას და ჩემს გადაკეთებას, ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიქნებით მეგობრები, თანამოაზრეები! თუ მე ამ არეულ-დარეულ ქვეყანაში არ მექნება ეკონომიკური გარანტიები, ფიზიკური გადარჩენის გარანტიები, მაშინ მე რისთვის გჭირდებით? როცა თქვენ დაგჭირდებათ ხან ომში ჩამრთავთ, ხან მაედანს მომიწყობთ, ხან ვიღაცას გადააყირავებთ, ხან ვიღაცას გადმოაყირავებთ, სასამართლოს წამართმევთ, გარკვეულ შტოებს თქვენ გადაიბარებთ, ეს ქვეყანა ამის მერე დარჩება როგორც ქვეყანა? პირდაპირ შეეხნენ ქართველი ადამიანის ღირსებას. ამიტომ დავაყენეთ ჩვენ ერთი საკითხი - ღირსება არ დავკარგოთ! მშვიდობა გვინდა! არა ჩვენი სახელმწიფოს ჩამოშლას და არა სუვერენიტეტის დაკარგვას!

თქვენ ახსენეთ სასამართლო სისტემა, როგორ ფიქრობთ, ამერიკის საელჩოს ინიციატივა მოსამართლეთა დასანქცირების შესახებ სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდებას ისახავდა  მიზნად, რომელსაც შემდეგ უნდა მოყოლოდა რიგი ფაქტორები: ქვეყანაში მაედნის მოწყობა, ხელისუფლების ცვლილება და მეორე ფრონტის გახსნა? თავად ელჩი ამბობს, რომ მსგავსი რამ საელჩოს გეგმაში არ არის და ეს არის მიზანმიმართული კამპანია ამერიკის წინააღმდეგ, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გაუწია საქართველოს...

- გასაგებია, ჩვენ არავის მიმართ უმადურები არ ვართ, მაგრამ ეს დახმარებაც შესანიშნავად არის დათვლილი ვინ რა სარგებელი ნახა. როდესაც შენ არ გინდა, რომ ჩემი ეკონომიკა აყვავდეს, შენ არ გინდა, რომ მე გამოვუშვა პროდუქცია, რომელსაც ჰქონდეს ბაზარი და ვიყო მარტო გამსაღებელი, როგორ თანაბარუფლებიანობაზე და მეგობრობაზე ვლაპარობთ?! ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ: კმარა ტყუილები! კმარა ნაცრის თვალებში შეყრა! რაც უნდა მტკივნეული იყოს სიმართლე, იგი საკუთარ თავსაც უნდა ვუთხრათ.

ასეთივე კრიტიკული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და გვაქვს ხელისუფლების მიმართ, ისევე, როგორც ჩვენი ზოგიერთი დასავლელი კოლეგების, საზოგადოების, პედაგოგების და პოლიტიკოსების მიმართ. ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. პრეზიდენტმაც, რომლის გამოც ტყე-ღრე ვიარეთ და ახლა აღმოჩნდა, რომ ნაცბოლშევიკური ბანდის გამგე გახდა და არა ქვეყნის პრეზიდენტი. მე, პირადად ჩემი ხმა უკან მიმაქვს და ამას სახალხოდ ვაცხადებ! დიხ, მიმაქვს ჩემი ხმა, რომ მას აღარ ჰქონდეს უფლება ილაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით, ილაპარაკოს თანამშრომლების სახელით!

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო სახელისუფლებო ვერტიკალი და გამოყენებული იქნა ყველა რესურსი. თქვენც იყავით ამ კაპანიაში ჩართული, მაგრამ არჩევიდან ძალიან მალე საზოგადოებამ მიიღო რადიკალურად განსხვავებული პრეზიდენტი. როგორ ხსნით პეზიდენტის ფერიცვალებას? პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება იტყუება, როცა საუბრობს, რომ ამერიკის სურვილია მეორე ფრონტის გახსნა, ხელისუფლება მფარველობს კორუმპირებულ მოსამართლეებს და მიზანმიმართულად უპირისპირდება ამერიკასო. პრეზიდენტი არ იზიარებს იმ თეზისებს, რატომაც 30 აპრილს თქვენ უხმობთ საზოგადოებას...

- პრეზიდენტმა კარგად უნდა წაიკითხოს კონსტიტუცია და მისი უფლება-მოვალეობები. მას ისეთი ამბიციები გაუჩნდა, რომელიც არ არის გაწერილი კონსტიტუციაში. მახსოვს, როდესაც შვილმკვდარი დედები მივიდნენ პრეზიდენტთან, მეც ვიყავი იმ აქციაზე და ვხედავდი როგორ უტიფრად და თავხედურად იმეორებდა ერთ სიტყვას სამჯერ - „რომ მომივარდით“! „რომ მომივარდით“, „რომ მომივარდით!“ ის, ძალიან კარგად ჭუკჭუკებს ნაცფაშიზმს- ბოლშევიკურ ბანდის წევრებთან.

რუსთაველზე 30 აპრილს მისი ამომრჩევლები იდგებიან, სხვა იქ ვერ მოვა და არც მოვა. ადამიანებს, რომლებმაც პირადად ის აირჩიეს, მოვუწოდებ, რომ უკან წაიღონ საკუთარი ხმები, რომ მას არ ჰქონდეს სახალხო ლეგიტიმაცია, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება ილაპარაკოს ხალხის სახელით. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ დაინახონ ჩვენმა პარტნიორებმა ვინ ვართ, რა მოსაზრებები გვაქვს, და რა პოზიციები გაგვაჩნია, რას ვეთანხმებით და რას - არა. მარტო არასამთავროების და ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით საქართველო ვერ იცხოვრებს. ვერც მათი დღის წესრით ვერ იცხოვრებს ეს ქვეყანა. ამდენ რყევაში და დაძაბულობაში ქვეყნის ყოფნა არ შეიძლება! ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ დღის წესრიგიდან, ჩვენ მეტი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, ოღონდ ადეკვატურად, რომ გავერთიანდეთ. როცა ხელისულება, სახელისუფლებო შტოები, ადამიანები გაერთიანდებიან, მტერი ვერაფერს დაგვკლებს. სულ 5-6 თვეა საჭირო, რომ გავუძლოთ იმ შემოტევებს, რა ცეცხლიც წაკიდებული აქვს მთელს მსოფიოს და ანგარიში გავუწით იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ამის გაუთვალისწინებლობა სიბეცეა.

ამიტომ გვჭირდება, ადეკვატური, ჭკვიანური და გონიერი გადაწყვეტილებების მიღება და რა არის ამაში მიუღებელი?! უკვე იქამდე მივიდნენ, რომ მამაო ჩვენოს შეეხნენ! ღმერთი არც ქალი, არც კაციო და ამიტომ ნუ მივმართავთ როგორც მამაოს, მივმართოთ როგორც მშობელსო! თქვენ წარმოგიდგენიათ რას ბედავენ?! ეს ერთადერთი ლოცვაა, რომელიც პირადად უფალმა ასწავლა მოწაფეებს და ამაში მიდის ჩარევა, ამაზე მეტი სიგნალი რა უნდა იყოს?! ბავშვებს ამწარებენ, უკვე თვითონ არჩევინებენ ქალი იყოს, თუ კაცი! მშობლები ინომრება! ეს არ ნიშნავს უბედურებას?! ეს რა უმსგავსობაა?! ამას მიიღებს ქართველი?!

არა, ამას ქართველი არ მიიღებს არც ამერიკის და არც ევროპის სახელით, თუმცა ამის საპირწონედ ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის პრორუსული ნარატივი...

- როგორ არის პრორუსული ნარატივი? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველაფერი რუსებს გადააბარეს, ომიდან გაიქცნენ, რუს გენერლებს მწვადებს უწვავდნენ და ზემოდან ბროწეულის წვენებს უსახმდნენ, მძღოლებად ემსახურებოდნენ და ამ ყველაფრის შემდეგ მე უნდა მითხრან, რომ რუსულ ნარატივს ვავრცელებ?! ეს არის თემა, რითაც უნდათ გადაფარონ თავიანთი ავაზაკობა, რომ ვიღაცას შეტენონ ეს იარლიყები! ჩვენ იარლიყებს არავის არ ვკიდებთ, ჩვენ ნამდვილად ვამბობთ, რომ ესენი არიან ნაცფაშიზმ-ბოლშევიკური ბანდა! თუ არადა აგერ ფაქტიც.

ევროპას ვეუბნებოდით გადმოეცათ ის კეზერაშვილი, მაგრამ თურმე რა ხდება? საქართველოს ჯარისა და მოსახლეობის გაძარცვა არაფრად არ მიიღეს, მაგრამ ახლა ხომ გაძარცვა იმავე კეზერაშვილმა თავიანთი პენსიონერები და მაინტერესებს ახლა რას იტყვიან „მისტერ ოფშორზე“?! ან მაგ ტელევიზიის მიკროფონით შეიძლება ადამიანთან მიხვიდე და ინტერვიუ აიღო? გაქვს ამის უფლება? აი, ეს არის - მივდივართ მორალზე, ზნეობაზე, თავმოყვარეობაზე. ეს თუ დაკარგა ქართველმა, მაშინ გამაგებინეთ რა არის მისი ფასი?!

ის, რომ დღეს „ნაცმოძრაობამ“ თავი მაღლა აწია და ცდილობს ხელისუფლებაში მობრუნებას, ის, რომ პარტიის ლიდერი „ვივამედში“ რჩება და არ ჭამს მხოლოდ იმიტომ, რომ აშანტაჟებს ხელისუფლებას, რათა ამ გზით დააღწიოს თავი ციხეს და მოსალოდნელ სასჯელს, ეს ხომ ხელისუფლების ბრალია?

- ასემც უქნია, სულ ნუ უჭამია, ეგ არ გვადარდებს! იმ ყველაფრის ფონზე, რაც საქართველოს მოსახლეობას დამართეს, იმასთან შედარებით რა სახსენებელია ამის კვება! მოკიდეთ ყურებში ხელი და გადაიყვანეთ ცხეში, ეს კრიმინალი, ქვეყნის დამაქცევარი! რაც შეეხება ხელისუფლებას, ის თავის წილხვედრ კრიტიკასაც მიიღებს. ხელისუფლებაში ყოფნა და მით უმეტეს ასეთ ვითარებაში იოლი არ არის. ამიტომ, ამ ერთიანობამ უნდა მოიტანოს გარკვეული კომპლექსების, თუ შიშის დაძლევა, რომ მივიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილებები.

რასაკვირველია, ამათ წამოყელყელაობაში ხელისუფლებას გარკვეული ბრალი მიუძღვის. მან უნდა გააცნობიეროს ეს და ყველანაირი ძალები მომართოს იმისკენ, რომ ეს შეცდომები გამოსწორდეს. ვიაროთ იდეების და რეფორმების გზით! ვაი, ის რას იტყვის და უი, ეს რას გააკეთებს... უი და ვაის დრო არ არის! გაქვს კანონი, გაქვს კონსტიტუცია და რაც ეკუთვნის უნდა მიეზღოს ყველას. არ შეიძლება, ვიღაცამ ევროკაშვირის დროშა რომ დაწვა, იმას ასეთი ქოქოლა დავაყაროთ, ამ ევროკავშირის დროშას ევროპაში დღეში 800-ჯერ წვავენ, მაგრამ ქვეყანა არ იქცევა და მოლოტივის მსროლელი გამოცხადდეს გმირად! და, მოლოტოვს მარტო ის ისროდა და მანქანებს მარტო ის აყირავებდა? ამიტომ, სასჯელი ყველას მიმართ ადეკვატური უნდა იყოს.

რას ელოდებოთ ამ აქციის შემდეგ?

- ჩვენი ხმა ისმის აფხაზეთში, ჩვენი ხმა ისმის ცხინვალის რეგიონში, ყველა ჩვენთაგანი ჭკვიანი და გონიერი გადაწყვეტილებების მომხრეა, ეს საქართველოსთვის წითელი ხაზებია. საქართველო უნდა იყოს მთლიანი და მოხდეს ისეთი ინტეგრაცია, სადაც ფასეულობები, ოჯახი, სწავლა-განათლება, ჯანმრთელობა ყველას თანაბრად გაუნაწილდეს. ანუ, მშვიდობა უნდა იყოს! მე არ ვამბობ, რომ ეს საკითხები ერთი შეკრებით გადაწყდება, მაგრამ საფუძველი უნდა დავუდოთ ცვლილებებს და ერთიანობას. აქ ლაპარაკია სამშობლოზე და მის სუვერენიტეტზე! ჩვენი წინაპარი გვეუბნებოდა - მამული, ენა, სარწმუნოება! შემდეგ სამება გააძლიერა პატრიარქმა - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!

ყველას თავისი სათქმელი სამება უნდა ჰქონდეს. უნდა ვილაპარაკოთ ქართულ ინტერესებზე. მეგობრების კარგ იდეას არ უარვყოფთ, არავისთან ხიდს არ ვწვავთ, მაგრამ ჩემგან ნუ მოითხოვთ იმის წაშლას, რაც ჩემი წინაპრებისგან დამხვდა! მე ამაში არ გამოგყვებით! ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი - ვიმეგობროთ და ერთმანეთის საყრდენები ვიყოთ. ამიტომ, მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ. კაცობრიობა გვერდს ვერ აუვლის საქართველოს როგორც კულტურულ ფენომენს. ამიტომ, ჩვენ მოვდივართ და მოვდივართ იმიტომ, რომ საქართველო უპირვეს ყოვლისა! აი, აქედან უნდა დავიწყოთ და ამას უნდა გავუფრთხილდეთ!

 

ცუგო- წარმატებებს ვუსურვებ ნამდვილ ქართულ საზოგადოებას! ქუდზე კაცი 30 აპრილს!
ამ ინტერვიუს ფონზე ერთ რიტორიკულ კითხვას დავუსვამ ქალბატონ სალომეს, პარლამენტში რომ ბრძანა, მე არ შეცვლილვარ, ქართული ოცნება შეიცვალაო... ნაცებიც შეიცვალენ? რამ გამოიწვია პარლამენტში რადიკალ ოპოზიციონერთა ასეთი მიგოგმანება სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტთან? მათი დამოკიდებულება პრეზიდენტთან ყველას ახსოვს, რა მოხდა? ვინ შეიცვალა სინამდვილეში?
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არ მოვა ხალხი. უკვე გვიანია! ხალხის დიდი ნაწილი დეგრადირებულია! დღეს ქართველი ხალხის მთავარი "მონაპოვარია" უვიზო მიმოსვლა! ეს არის გამოცხადებული ღვთის წყალობად, უმაღლეს ჯილდოდ! ამასთან შედარებით ერი, მამული, სარწმუნოება გროშიადაც აღარ უღირს საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობას! მტარვალებმა გაიმარჯვეს. მაგრამ თუ ვინმე დავრჩით, 30 აპრილს ყველანი რესპუბლიკის მოედანზე!
1 წლის უკან
Maverick წარმატებებს ვუსურვებ წინაპართა დანატოვარის ეროვნულ დონეზე წარმოჩენის და აყვანის, ნეო ფაშიზმისა და ნეო ბოლსევიზმის ჩანასახშივე ჩაკვლის, ცრუ ოპოზიციის, ნაცარასტების, ლიბერასტების, ნაცმიდრეკილი ასო-ების, "ექსპერტების", ფანჩატურებში აღმოცელებული პოლიტრიკოსების, ჭურნალისტების, მომსახურების არედან გასულების ქართულიდან გაყვანის მცდელობებს!

ერთი სიტყვით, გამარჯვებას ვუსურვებ მოჯადოებული წრიდან ერისა და ბერის, გამოყვანისთვის მოქმედებების დაწყებას!
1 წლის უკან
არაგველი641 ვულოცავ საქართველოს! 30 აპრილს ქუდზე კაცი!!! დაიწყება ხალხის მოქმედება!!!
1 წლის უკან