სუდანიდან საკუთარი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები დიდმა ბრიტანეთმაც გაიყვანა

სუდანიდან საკუთარი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები დიდმა ბრიტანეთმაც გაიყვანა

სუდანიდან საკუთარი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები, დიდმა ბრიტანეთმაც გაიყვანა, - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა.

თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესმის თქმით, ოპერაციაში მონაწილეობას 120 სამხედრო მოსამსახურე იღებდა. მანამდე სუდანიდან დიპლომატების ევაკუაცია შეერთებულმა შტატებმა განახორციელა. ქვეყანა დატოვეს საუდის არაბეთის, ეგვიპტის, პაკისტანისა და იორდანიის მოქალაქეებმაც. სუდანიდან თავისი მოქალაქეების გაყვანა დაიწყეს კანადამ, ჩინეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმაც.

დაპირისპირება სუდანის არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის 15 აპრილს დაიწყო. ერთკვირიან შეტაკებებს, 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.