დიმიტრი პესკოვის შვილი ირწმუნება, რომ უკრაინის ომში იბრძოდა

დიმიტრი პესკოვის შვილი ირწმუნება, რომ უკრაინის ომში იბრძოდა

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის შვილი ირწმუნება, რომ უკრაინის ომში იბრძოდა. ინტერვიუში 33 წლის ნიკოლაი პესკოვი ამბობს, რომ ის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერში“ ნახევარი წელი სხვა გვარით მსახურობდა. მის გადაწყვეტილებას, ომში წასულიყო, მამამ, დიმიტრი პესკოვმა მხარი დაუჭირა და „ვაგნერთან“ დაკავშირებაშიც დაეხმარა.

რა პერიოდში იბრძოდა უკრაინელების წინააღმდეგ, პესკოვის ვაჟს არ დაუზუსტებია. გასულ წელს მას პრანკერები დაუკავშირდნენ და კომისარიატში დაიბარეს, რაზეც მწვავე რეაქცია ჰქონდა.

ნიკოლაი პესკოვმა პრანკერებს განუცხადა, რომ კომისარიატში არ მივიდოდა და საკითხს სხვა დონეზე გაარკვევდა.