NYT: ჯეკ ტეიშეირამ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება 2022 წლის თებერვალში დაიწყო, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან 48 საათიც არ იყო გასული

NYT: ჯეკ ტეიშეირამ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება 2022 წლის თებერვალში დაიწყო, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან 48 საათიც არ იყო გასული

აშშ-ის საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრმა ჯეკ ტეიშეირამ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება 2022 წლის თებერვალში დაიწყო, ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, როდესაც ფორუმ Discord-ზე ტეიშეირამ პირველი საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 48 საათიც არ იყო გასული. ტეიშეირამ გამოაქვეყნა დოკუმენტების ჩათში, რომელშიც 600-მდე მომხმარებელი იყო გაწევრიანებული. ამასთან ტეიშეირა ამტკიცებდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს და სხვა სადაზვერვო სააგენტოების მონაცემებს აქვეყნებს.

ამასთანავე, NYT წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რატომ დაფიქსირდა დოკუმენტების გაჟონვის ფაქტი უფრო სწრაფად.