ორბანი სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია: რა?!

ორბანი სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია: რა?!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ლაკონურად გამოხატა აღშფოთება კიევში ვიზიტის დროს ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რომ უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი უნდა გახდეს.

ორბანმა Twitter-ზე გააზიარა გამოცემა Politico-ს სტატია, რომელშიც მოყვანილია იენს სტოლტენბერგის სიტყვები: „უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ამ განცხადებას დაურთო კომენტარი: „რა?!“