სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან საზღვარზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის განლაგებისთვის.
„არა მხოლოდ რუსეთი არის მზად, სომხეთიც მზად არის. ჩვენ დავაფიქსირეთ იმ საკითხების წრე, რომელიც გვაშფოთებს და, არსებითად, ჩვენი სურვილია, რომ შესაძლო მისია ეფექტური იყოს. ეს მნიშვნელოვანია როგორც სომხეთისთვის, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და რეგიონისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მან.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას აქვს უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებები სომხეთის მიმართ, სომხეთსაც აქვს ვალდებულებები, რომელიც, კერძოდ, 2022 წელს, როგორც თავმჯდომარემ და როგორც წევრმა ქვეყანამ, სრულად შეასრულა. ევროკავშირის მისიას ვერ გავაიგივებთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიასთან. ამიტომ, ჩვენი მოლოდინები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიისგან გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ევროკავშირის მისიისგან“, - აღნიშნა ფაშინიანმა.